"საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა.
ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია.
თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე.
არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია.
როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები.
ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას.
ღრმად მწამს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.
ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა, რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და, გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას.
ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარება.
საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა.
დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება.
ამიტომაც, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმატს", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.
სხვა სიახლეები:
🔲 „წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...
1740931424
მსოფლიოირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...
1740930560
მსოფლიოილონ მასკი - ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე, ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, რაც...