რა ვერსიები ვრცელდება ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის დაკარგვის შესახებ - 35 საათი გაუჩინარებიდან

ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის ძებნა, რომელიც უკვე 33 საათია გაუჩინარებულია, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
პოლიციის განყოფილების ავტოსადგურზე, არაერთი სათვალთვალო კამერის ხედვის არეალში რამაზ გერლიანმა - ღია მანქანა, მანქანაში კი წერილი დატოვა. მოკლე მიმართვაში პოლიციელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებდა, დაინტერესებულიყვნენ ამბით, რომელზეც ეჭვი თავად ჰქონდა - უსმენდნენ თუ არა სპეციალური მოწყობილობებით, მანქანაში, სახლში თუ სამუშაო სივრცეში.
ამის შემდეგ გუშინ დილიდან გერლიანის კვალი ქრება. ის არც ოჯახის წევრებს და არც ახლობლებს არ უნახავთ.
ვიდრე მანქანას და წერილს პოლიციის შენობასთან დატოვებდა, იყო ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში.
არაერთი მინიშნება და ბრალდებაა მათ შორის პოლიციის თანამშრომლის, გიორგი გოგნიაშვილის მიმართ, რომელსაც შეურაცხყოფასა და შანტაჟში ადანაშაულებდა.
ამავე პოსტში რამაზ გერლიანი განმარტავს, რომ თვეზე მეტი ხნის წინ, 14 ნოემბერს მიმართა პოლიციას და მისი შანტაჟისა და შევიწროების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
აქვე, თანდართული აქვს რამდენიმე ფაილი იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ დამდგარა. მათ შორის არის გამომძიებლების მიერ შედგენილი ოქმები. ერთ-ერთში ვკითხულობთ, რომ გერლიანის ყოფილი მეუღლე პოლიციელის მის საცხოვრებელ სახლში შესვლის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ გიორგი გოგნიაშვილი იქ მისი ნებართვის გარეშე არ ყოფილა.
ყოფილი მეუღლე, ასევე გერლიანის ოჯახის სხვა წევრები და მეგობრები ვისთანაც ბოლოს კონტაქტი ჰქონდა მთელი დღეა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს უშუალოდ იმ პოლიციელის გამოკითხვა, რომლის მიმართაც რამაზ გერლიანი ბრალდებებს საჯაროდ გამოთქვამდა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გოგნიაშვილის გამოკითხვა დღესვე უნდა მოხდეს.
ასევე ჩხრეკა მიმდინარეობს მის სამუშაო სივრცეში, "ეკონომიკის რეკონსტრუქციის ცენტრის ოფისში". პოლიციამ, დიდი ალბათობით, უკვე დაათვალიერა განყოფილებასთან განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დაწყებულია ძებნა. სად იმყოფება და რა მდგომარეობაშია რამაზ გერლიანი - ამ კითხვაზე მის ახლობლებს უკვე მეორე დღეა პასუხი არ აქვთ.
წყარო: რუსთავი2
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქუთაისში, საზეიმოდ ანთებული ნაძვის ხე მალევე ჩაქრა
🔵ეს არ არის ბოლო გამოწვევა - თენგიზ ცერცვაძე საქართველოში დაფიქსირებულ "ომიკრონის" შემთხვევებზე
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...