ეს არ არის ბოლო გამოწვევა - თენგიზ ცერცვაძე საქართველოში დაფიქსირებულ "ომიკრონის" შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორივე შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული ორივე პირი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ომიკრონის“ შტამით დაინფიცირების ორი შემთხვევა გვაქვს. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა ტესტები. როგორც ვიცი, ერთი ვაჟი და ერთი ქალია. ერთი მაიამიდანაა და მეორე დუბაიდან. ორივესთან ამჟამად დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. იმყოფებიან ბინაზე, იზოლაციაში და დაკვირვების ქვეშ. რაიმე სპეციფიური მკურნალობა არ მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ გავრცელდება საქართველოში. მიკვირს, რომ აქამდე არ გავრცელდა, ალბათ საზღვარზე კარგად იცავდნენ წესებს.
მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, აქაც გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, ბოლომდე არ ვიცით შტამის თავისებურებების შესახებ, მაგრამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არც ბოლო გამოწვევაა და მას უნდა შევხვდეთ როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, პანიკის გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, მოსალოდნელია „ომიკრონის“ უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე ეს იყო დელტა შტამის შემთხვევავში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაბამისად, მოსალოდნელია კლინიკურ სექტორზე დატვირთვის გაზრდაც.
„ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საზეიმოდ ანთებული ნაძვის ხე მალევე ჩაქრა ქუთაისშისაზეიმოდ ანთებული ნაძვის ხე მალევე ჩაქრა ქუთაისში
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...