რატომ ვერ ჩაიტანა ქართული ღვინის სააგენტომ ბერლინის ფესტივალზე ღვინო?!

ღვინის სააგენტომ ბერლინში საფესტივალო ღვინოები დროულად ვერ ჩაიტანა და ქართველი მეღვინეები ბერლინის ღვინის ფესტივალზე საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით წარდგნენ, - ამის შესახებ მეღვინეები წერენ, რომლებიც ბერლინში 28 ნოემბერს გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ.
„ბერლინში ნატურალური ღვინის გამოფენაზე საქართველოდან 15 -მდე მარანი ჩამოვიდა. სამწუხაროდ, ღვინის გარეშე, რომლის ჩამოტანა ღვინის სააგენტომ დროულად ვერ უზრუნველყო. ნეტავ ამაზე რომელიმე საჯარო მოხელე პასუხს აგებს?“, - წერს გიორგი გოცაძე.
ღვინის ფესტივალში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ივა მარტიაშვილი ამბობს, რომ ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
„ექსკლუზივტივი“ ივა მარტიაშვილის ფეისბუკ სტატუს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართა ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალი - RAW WINE 2021.
ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საქართველოს ბიო და ნატურალური მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში.
გამოფენას ესწრებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები.
საქართველოდან იყო წარმოდგენილი 11 ღვინის კომპანია, 11 ენთუზიასტი მეღვინე, რომლებიც ძალიან დიდ ძალისხმევას მიმართავენ რომ აწარმოონ და მსოფლიოს გააცნონ ისეთი ნიშური პროდუქტი, როგორიც ქართული ნატურალური ღვინოა.
ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
27 ნოემბერს, ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, გავიგეთ რომ ღვინო გერმანიაში საბაჟოზე არის გაჩერებული და ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ჰქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული. ამ რამდენიმე ბოთლით ასობით სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა:
- ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? თუნდაც იმიტომ რომ ეს შემდომში არ განმეორდეს.
2. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს? და ჩვენ ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება.
3. რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას არცერთი წარმომადგენელი საქართველოს საელჩოდან გერმანიაში? თუნდაც იმისთვის რომ ჩვენთვის (ღვინის კომპანიებისთვის) აეხსნათ რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ესეც ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ 11 ღვინის კომპანია იყო ბერლინში გამოფენაზე და საელჩო მხარდაჭერის მხრივ მაინც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“ - წერს ივა მარტიაშვილი.
რატომ ვერ მოხვდა ქართული ღვინო ბერლინის ფესტივალზე, განმარტება ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
28 ნოემბერს ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ.
ასევე საინტერესოა:
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...