ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარაა - იუსტიციის სახლი

ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა, - ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი, გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.
აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდბარათის ქონა საჭირო აღარ არის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვის და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაააქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:
ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს
უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს
თქვენი ინფიცირების სტატუსს
აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ბმულები:
iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Android https://play.google.com/store/apps/details...
ობიექტების ჩამონათვალი სადაც ხვალიდან, 1 დეკემბრიდან, მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეხვალთ:
რესტორნები, კაფე - ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესს ობიექტები, სპა ცენტრები, ფიტნესის დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტები, მათ შორის საბაგირო.
ამავე თემაზე:
🔵 სად დაგჭირდებათ 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ - მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...