რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია - ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას „შეუქცევად პროცესს“ უწოდებს და ამ მხრივ, ბელარუსის იმედი აქვს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა თქვა, რომ კვლავაც იმუშავებენ, რათა სხვა სახელმწიფოებისგან აღიარებას მიაღწიონ და ამ გზაზე უკან არ დაიხევენ, ისევე, როგორც არ დაიხევენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვისგან, რადგან ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის.
„დიდი რაოდენობით ქვეყნების მხრიდან აღიარება იძლევა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მეტ შესაძლებლობას და იურიდიულ საფუძველს“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოზიციაზე. ბიბილოვის პასუხი იყო, რომ ლუკაშენკომ პოზიცია არაერთხელ „გასაგებად და ცხადად გაახმოვანა“.
„ის, რაც ბელარუსის ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, მას აძლევს მორალურ და კანონიერ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა აღიაროს“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა ლუკაშენკოს უწოდა უმაღლესი დონის პოლიტიკოსი, რომელმაც არავის მისცა საკუთარ ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. ბიბილოვის თქმით, ბელარუსისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ გამოცხადებული საინფორმაციო, პოლიტიკური და სანქციების ომი რუსეთს უკავშირდება. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, "რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ".
ნოემბერში, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პარლამენტმა, შესაძლოა, განიხილოს „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო იყო დონის როსტოვში „აფხაზეთის საპატიო კონსული“ ადიკ არშბა. გავრცელებულ ცნობებს ფეიკი უწოდეს ბელარუსის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში, სადაც განაცხადეს, რომ არანაირი მსგავსი კანონპროექტი არ არსებობს და ზოგადად, ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ არის საკანონმდებლო რეგულირების სფერო.
2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკომ აღიარა, რომ განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.
წყარო: „რადიო თავისუფლება“
ასევე საინტერესოა:
🔵 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა - ირაკლი ღარიბაშილი
🔵 აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა - პენიტენციური სამსახურის განცხადება
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...