"სამი წელია იტალიაში ვარ და როცა წარმომავლობას იგებდნენ.... ა, ჯორჯია, თქვენი პრეზიდენტი პუტინია ხომ? მპასუხობდნენ" - ემიგრანტი იტალიიდან

იტალიაში მყოფი ემიგრანტი ცირა მამფორია, სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ იტალიაში ადგილობრივებს მისი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი ჰგონიათ.
"ზუსტად სამი წელია იტალიაში ვარ.
ამ არც თუ ისე მოკლე დროში, ბევრი ადამიანი გავიცანი და სამსახურის დაწყების მიზნით, ბევრ გასაუბრებაზეც ვიყავი.
უცხოელი თუ ხარ, იტალიელები, რომლებსაც დედამიწის ზურგზე ყველაფერი აინტერესებთ, გეკითხებიან ყველაფერს.
პირველი კითხვა ყოველთვის, რა თქმა უნდა სახელის შემდეგ, წარმომავლობაა.
აბა მე ამ კითხვას თავს როგორ ავარიდებდი და როცა მეკითხებოდნენ ჩვეულებრივად ვპასუხობდი, რომ ვარ "ჯორჯიადან", მაგრამ არა ამერიკის შტატიდან, არამედ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და პატარა ქვეყნიდან.
სხვებთან არ ვიცი როგორ ხდებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მორიგი კითხვა ფრაზა იყო, - ა ჯორჯია, თქვენი პრეზიდენტი პუტინია ხომ?
ჰოდა მიწევდა ახსნა:
რომ პუტინი ჩვენი პრეზიდენტი კი არა ოკუპანტია,რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი;
ის, რომ რუსეთი სხვა არის და საქართველო სხვა დამოუკიდებელი ქვეყანა;
ის, რომ ყველას გვძულს და არავის გვიყვარს პუტინი და მეტ-ნაკლებად რუსეთი საქართველოში (თურმე ვცდებოდი ბევრ მოღალატეს ყვარებია !)
ახლა დავფიქრდი და მივხვდი, ნამდვილად ჭკვიანი ხალხია იტალიელები, აბა ქართველებზე ადრე როგორ იცოდნენ, რომ პუტინია ჩვენი ქვეყნის "არაფორმალური" მმართველი, რომელმაც მოგვივლინა თავისი მონები "ქართული ოცნების" და ბატონი ბიძინის სახით !", - წერს ემიგრანტი.
სხვა სიახლეები:
⬛ რუსი ოკუპანტები უკრაინის საავადმყოფოებს ისევ ბომბავენ - ქვეყანაში სისხლისა და ჟანგბადის დეფიციტია
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...