ქართველები იტალიაში: „სატელევიზიო მოწოდებიდან ზუსტად 30 წუთში, ხალხის მასამ ტაძართან შეგროვება დაიწყო“

ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ტრაილერები, რეჯო კალაბრიიდან, უკრაინის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. რეჯო კალაბრიის მოსახლეობამ, ქალაქში მცხოვრებმა სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველებთან ერთად უკრაინაში 25 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. 

ასოციაცია, „კულტურული მოძრაობა ქართველები იტალიაში“ დირექტორის ნინა წიკლაურის ინფორმაციით, უკრაინელების მხარდამჭერი აქციის ორგანიზებიდან, როცა მან საზოგადოებას ტელევიზიების მეშვეობით გაერთიანებისკენ მოუწოდა, 30 წუთში ხალხის მასამ ტაძართან შეგროვება დაიწყო. 

- ომის დაწყებისთანავე გაჩნდა იდეა, რომ უკრაინელებისთვის სიტყვიერი სოლიდარობას გამოცხადების და მანიფესტაციების გარდა, ფიზიკური დახმარებაც გაგვეწია. ორშაბათს, საყოველთაო, მშვიდობიან მანიფესტაციებზე მყოფმა, ვისარგებლე შემთხვევით და ტელევიზიების მეშვეობით, ხალხს მოვუწოდე დაგვეწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება.

სატელევიზიო მოწოდებიდან ზუსტად 30 წუთში, რეჯო კალაბრიის წმინდა პავლეს სახელობის ბერძნულ-მართლმადიდებლურ ტაძარში ხალხმა ამანათების მოტანა დაიწყო. ქალაქში არსებული ყველა დიასპორა ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდა და ამანათების რაოდენობამ რეკორდულ ციფრს გადააჭარბა. ვინაიდან დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, ტრანსპორტირების პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. დღის მანძილზე სხვადასხვა საელჩოებსა და საკონსულოებში ვრეკავდით, მათ შორის უკრაინის საელჩოშიც.

არა იმიტომ, რომ ქართველი ვარ, არამედ, იმიტომ, რომ ობიექტური ვარ და ამაში ჩემი უკრაინელი მეგობრებიც დამეთანხმებიან. საქართველოს კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ, საელჩოს ჩართულობით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მუდმივად იყო ჩვენთან ხაზზე და ყველა საორგანიზაციო საკითხში დაგვეხმარა. მეამაყება მათი მხარდაჭერით გამოწვეული შედეგი. 

სურსათით, ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით დატვირთული ერთი ტრაილერი უკვე წავიდა უკრაინაში, მეორე ტრაილერს ამ დღეებში გავგზავნით. ამ დრომდე ჯამში 50 ტონამდე ტვირთი შეგროვდა და კვლავ გრძელდება მისი მიღება.

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს და მადლობა იტალიას. - განაცხადა, ჩვენთან საუბარში ნინა წიკლაურმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

📌 უნდა ჩააბაროთ თუ არა იტალიური ენის გამოცდა, იტალიის მოქალაქეობის მისაღებად

📌 იტალიამ უკვე 11 323 უკრაინელი დევნილი მიიღო

📌 იტალიურმა მაუწყებელმა RAI-მ რუსეთიდან ჟურნალისტების გაწვევა გადაწყვიტა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი