საქართველო არ დაესწრება 3+3 შეხვედრას - საქართველოს ელჩი თურქეთში

3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას.

აცხადებს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა. მის კომენტარს daily sabah-ი ავრცელებს.

„საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“, - განაცხადა ელჩმა. 

გამოცემის თანახმად, გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“ მიიჩნევს, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“.

„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს“, - აღნიშნა ელჩმა.

ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას, ექვსი ქვეყნის პლატფორმა, რომელიც თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთისგან შედგება, რეგიონში მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის, - წერს გამოცემა.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. მასში საქართველო არ მონაწილეობდა, თუმცა შეხვედრაზე დროშა მაინც დაკიდეს. დროშის დაკიდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მათთვის მიუღებელია.

ასევე საინტერესოა:

🔵 გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას - აშშ-ს საელჩო საქართველოში

🔵 ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742153883

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა

ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...

გიორგი ვოლსკი

1742151649

საზოგადოება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...

დეკანოზი იოანე

1742147726

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...

დონალდ ტრამპი

1742146353

ახალი ამბები

წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...

წაჩხურუ

1742142839

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სუჯა დატოვეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, რათა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. უკრაინის გენშტა...

უკრაინის ჯარები