,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა.
ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა...
• მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი
• გამარჯობა. მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი
• მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი.
• არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა 1 წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი
• მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი.
• მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს.
ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“. ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო...
ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს. უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა - ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა.
არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება - არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო - არა!
ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: - რით გაგახაროთ?
გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება!
მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 31.12.2021 წელი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ახალი წელი და ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
🔵 როდიდან და როგორ აღინიშნებოდა ახალი წელი საქართველოში?
🔵 ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
1740632810
ახალი ამბები„ყველა სამსახური მუშაობს ინტენსიურად, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც მოქალაქეების და რეგიონის წინაშე დგას“ - გიორგი ურუშაძე
გურიაში კვლავ რთული ვითარებაა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში [ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური] ერთდროულად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და...
1740598569
ახალი ამბებისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს
დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ხელმძ...
1740597755
ახალი ამბებიგიორგი ურუშაძე - რამდენიმე სოფელში გადაადგილება ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, არცერთი მოქალაქე არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე
არის სოფლები, რომლებშიც გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გური...
1740596613
ახალი ამბებითემურ მღებრიშვილი - ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული
„საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ...
1740595414
მსოფლიოტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. „შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს...