საქართველოში "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების შედეგია, თუმცა გამყრელიძე აცხადებს, რომ "ლეტალურ შედეგებს შორის ომიკრონის შტამიცაა". ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა "ომიკრონით", მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. თუმცა, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნული შტამით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში უკვე დადასტურდა.

"ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% "ომიკრონია". ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება.

დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში ალბათ, "ომიკრონის" ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, - 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, "ომიკრონითაა" გამოწვეული.

ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, "ომიკრონი" უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, "ომიკრონით" ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია - ალექსანდრე გოგინავა

🔵მთვარეზე გაფრენა, ავტომობილის გამოგონება, ამერიკის აღმოჩენა... რა ელოდება მსოფლიოს? - ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებები XII-XIII საუკუნეებში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი