თენგიზ თევზაძე ბიუროს სხდომაზე 5-პუნქტიან გეგმას წარადგენს - ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს მოუსმენენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე ამბობს, რომ გარდა გამოცდილებისა და განათლებისა, მას აქვს 5-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს და, არჩევის შემთხვევაში, რეალურ შედეგებს პირველივე 6 თვეში მიაღწევს.
„მზად ვარ, შემდეგ კვირაში, ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაწყებული მმართველი პარტიით და დასრულებული დამოუკიდებელი დეპუტატებით, შევხვდე და ინფორმაცია მივაწოდო ჩემი გეგმების შესახებ. მე ღია ვარ შეხვედრებისთვის. ვაპირებ, შევხვდე სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და გავაცნო ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთაც ვგეგმავ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. ჩემ მიერ წარდგენილი 5-პუნქტიანი გეგმა ხვალინდელი საარჩევნო ადმინისტრაციის აუცილებელი პირობაა. პირველ რიგში, ეს მოიცავს საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, კენჭისყრის პროცედურების შემსუბუქებასა და ამ პროცედურებში საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტური ჩარევის შემცირებას, არჩევნების ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარებას და აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, - აცხადებს თენგიზ თევზაძე.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს მოუსმენენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გავლენა აქვს ნარკოტიკების მოხმარებას შვილებზე? - ზაზა წერეთელი შდეგებს გვაცნობს
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...