15-16 წლის მოზარდების ნიშნობა შიდა ქართლში (ვიდეო)

შიდა ქართლში, 15-16 წლის მოზარდები დაინიშნნენ, - ინფორმაციას, feminism. ge ავრცელებს.
ადგილობრივები ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
ამბობენ, რომ, შესაბამისი კანონის ამოქმედების მიუხედავად არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები ისევ ხშირია და ამ პროცესში თავად ოჯახის უფროსი წევრები მონაწილეობენ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას დაბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად მას ბეჭდებიც აჩუქეს.
„დაბადების დღე გადავუხადეთ და სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობრებიც. შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის უფლებები დავარღვიოთ და ძალით გავათხოვოთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და შეიძლება ვინმემ ბეჭედიც აჩუქა. ის კადრები ინტერნეტში ალბათ ჩვენმა მტრებმა გაგვივრცელეს. ჩაერიოს თუნდაც ექსპერტიზა, ბავშვი ოჯახშია და ხელუხლებელია. 18 წლის, რომ გახდება მერე თვითონ გადაწყვეტს როდის გათხოვდება. ჩვენი მხრიდან არანაირი ძალადობა არ იქნება.”
მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან.
წვეულების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში სტუმრები ავრცელებენ.
feminism.ge საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელი არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.
წყარო: feminism.ge
ასევე საინტერესოა:
🔵
🔵
🔵
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...
1741887016
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....