25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები ვერაფერს გახდნენ რუსული ძალების წინაშე და ქვეყანამ მთელი 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა.
ამას მრავალი სისხლიანი მოვლენა მოჰყვა - დაიწყო რეპრესიები, აიკრძალა ანტიბოლშევიკური პოლიტიკური პარტიები, დახვრიტეს, დააპატიმრეს, ან გადაასახლეს ათასობით ადამიანი.
1921 წლის ოკუპაციას წინ უძღოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის გაფორმდა სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო. ამ პროცესებს მოსკოვში უშუალოდ იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე გახლდათ.
26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო, საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი კი საზღვარგარეთ გაიხიზნა.
ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.
1740470034
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა
104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშ...
1740469842
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას, მოხალისე მებრძოლების გაგზავნას. ჩვენ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფას
21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომშ...
1740468927
სოციალური მედიამიხეილ ყაველაშვილი - პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა
1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამ...
1740468223
ახალი ამბებიბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა
დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა, - აღნიშნულის შესახებ „ექსკლუზივს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან...
1740467309
ახალი ამბებითორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს გზის გაწმენდა, შეფერხებებია ელექტრომომარაგების კუთხითაც, ვმუშაობთ კოორდინირებულად
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის გაწმენდითი სამ...