პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“ - იგივე თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან 2019 წლის მაისამდე ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა და შემდგომ 2023 წლამდე ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

2014 წლის ნოემბერში, თანაინვესტირების ფონდმა კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო.

იმავე წელს, კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.

მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით - 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგრძელებს მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის გზითაც. გამოძიების საწყის ეტაპზევე პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტურ უწყებებს, შვეიცარიაში მდებარე BANK JULIUS BAER-დან საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740481452

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს სჭირდებათ იშ...

აა

1740481109

საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება...

რა ვითარებაა გზებზე?

1740480127

ახალი ამბები

დავით ნარმანია: „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუ...

დავით ნარმანი

1740479733

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკი ტოქსიკური ფიგურა გახდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს თუ უხეში გაყალბება არ მოხდა

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მცდელობა გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში, უფრო მოგებიანი უკრაინისთვის არის, ვიდრე რუსეთის ფედერაციისთ...

ვვბ

1740477439

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ

ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენ...

 სტივ ვიტკოფი