"აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა, სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო" - დევნილი ჟურნალისტის ემოციური მიმართვა

ჟურნალისტი ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში დევნილების საკითხთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას: “რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები”.

ბებიაჩემი გარდაიცვალა, მამაჩემი გარდაიცვალა, მე რომ გარდავიცვლები თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება.

ასე იქნება ყველა აფხაზეთიდან დევნილის შემთხვევაში.

აფხაზეთში, რომ გვეცხოვრა ჩვენი შვილებიც იქ დაიბადებოდნენ და რა გასაკვირია დევნილების შვილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ?!

და თუ დევნილები არ ეყოლება სახელმწიფოს – შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაბრუნებელიც არავინ ეყოლება მთავრობას, რომელიც თავის ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაციას ასახელებს !!!

წლებია სახელმწიფოსგან “იმ 45 ლარიან” დახმარებასაც არ ვიღებ, არც დევნილების კორპუსში ვცხოვრობ, რაც გავთხოვდი, მაგრამ ამ სტატუსს არასდროს მოვიხსნი მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ხშირად დამცირების მომტანია საკუთარ სამშობლოში მისი ტარება.

იმიტომ რომ ეს ერთადერთია რაც აფხაზეთიდან დამრჩა, ეს ერთადერთია რაც სოხუმიდან წამოვიღე.

და კიდევ მავან ჭკუისდამრიგებელთა საყურადღებოდ – 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!!!

ლტოლვილი ჰქვია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსახლებულ პირს.

ჩვენ იძულებით ადგილნაცვალი პირები ვართ.

ი ძ უ ლ ე ბ ი თ !!! ამ სიტყვას კარგად გაგება უნდა.

ძალიან მიყვარს თბილისი. ხუთი წლიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ჩემი სამყარო ახლა აქ არის, მაგრამ ხვალ, რომ იყოს დაბრუნება არცერთი წუთი არ დავრჩები. ჩემ ბევრი თაობით თბილისელ შვილებთან ერთად დავბრუნდები, ჩემთან, სოხუმში, ჭავჭავაძის 48 ნომერში, ჩემს სახლში.

და კიდევ ერთი დეტალი – ხშირად დევნილებს “ეტენებათ” ყველა მანკიერი ქმედება, ბინების გასხვისება, შენობებში შეჭრა და ა.შ….

აქვე ცნობისთვის ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი არ არის, ისევე როგორც ყველა დევნილი არ არის სოციალურად დაუცველი.

და თუ ვინმე დევნილს ზედმეტი ბინა მისცა ხელისუფლებამ, მიზეზები გაურკვეველ კომისიებში მოიკითხეთ და დასვით კითხვა რატომ!!!

აფხაზეთში ღარიბი არ არსებობდა!!!

ყველამ იცის, რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა, სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო (აი ვისაც ეს გშურთ მთელი გულით გისურვებთ რომ თქვენც დაგჭირდეთ სახელმწიფოსგან 36 კვადრატული).

პ.ს. მე ეგეც არ მინდა, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით ვიყიდე უკვე !!!!",- წერს ეკა წივწივაძე.

სხვა სიახლეები:

🔳 ფულადი წახალისება ბუსტერ დოზის შემთხვევაში - ამ წინადადებით ამირან გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს უკვე მიმართა

🔳 "თუ ვერ მოვახერხებთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს" - გაეროს გენერალური მდივნის გაფრთხილება მსოფლიოს

🔳 თამარ გაბუნია: ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა

🔳 ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, "ომიკორნიც" იწვევს გართულებას და დამძიმებას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი