აფთიაქებმა წამლები გააძვირეს - ხელოვნურად გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე და სქემა, რომელშიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მსხვილი სააფთიაქო ქსელია გაერთიანებული

აფთიაქებმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას თითქმის გაუთანაბრეს.

რატომ გაძვირდა წამლები და არის თუ არა კარტელური გარიგებები სააფთიაქო ბაზარზე - თუ გაირკვევა, რომ მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები შეთანხმებულად, ხელოვნურად გაზარდეს მათ სოლიდური თანხით დააჯარიმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ადანაშაულებს.

ქსელური გარიგება - გაიაფებული მედიკამენტების გასაძვირებლად, თანაც ისე, რომ კანონი არ ირღვევა. სქემა ასე მოქმედებს - ერთ ჰოლდინგში შემავალ აფთიაქს, კლინიკას, სადაზღვევო კომპანიას და იმპორტიორს შეუძლიათ მარტივი შეთანხმებით ნებისმიერ მედიკამენტს ნებისმიერი ფასი დაადონ და სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი თამაშის წესები უკარნახონ.

გაფრთხილება გაცემულია, არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლდინგების დაშლის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

ყველა წამყვან სააფთიაქო ბრენდში თურქული მედიკამენტები და წამლები, რომლებზეც რეფერენტული ფასები დადგინდა - მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ჯანდაცვის უწყებამ წამლების გაძვირების პარალელურად ეჭვი, რომ ფარმაცევტული კომპანიები შესაძლოა შეთანხმებით მოქმედებდნენ, ღიად დააფიქსირა. მალევე გავრცელდა მთავრობის დადგენილებაც.

მთავრობის რეაქციიდან რამდენიმე საათში, ფასები ძველ ნიშნულზე დაბრუნდა, თუმცა ფასის ხელმისაწვდომობის მიუხედავად ხელმისაწვდომი აღარ იყო თავად წამალი.

ამ გარემოებამ კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. სააფთიაქო გიგანტების არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. მათი სახელით მომხდარის შესაძლო მიზეზებზე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში საუბრობენ.

თურქეთში მედიკამენტები გასული წლის დეკემბერში 36%-ით მართლაც გაძვირდა, საქართველოში კი იგივე დასახელებები თებერვლის ბოლოს 200-300%-ით.

გარდა ბაზებზე ხელმისაწვდომობისა, მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია მედიკამენტებზე ინდივიდუალურად, რეფერენტული ფასების დადგენას განაგრძობს. ეს იმისთვის, რომ არაადექვატური ფასნამატის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს. პარალელურად პრობლემის წინასწარი შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ.

დადასტურების შემთხვევაში, ფარმაცევტულ ბრენდებს სოლიდური ჯარიმის - წლიური ბრუნვის 5%-ის გადახდა მოუწევთ. გარდა ფინანსური სანქციისა, მაქინაციის გამოვლენის შემთხვვაში კომპანიების რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შეილახება.

სახელმწიფოს კი 15 მარტიდან წამლის ფასის კონტროლის ახალი მექანიზმიც ექნება.

პრობლემას ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმებით ებრძვის. ერთმანეთს ბიზნეს ინტერესები და მოქალაქეებისთვის წამლის ხელმისაწვდომობა უპირისპირდება. თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოქალაქეებისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. საქართველოში, GMP სტანდარტის ასობით დასახელების მედიკამენტი შემოვიდა და გასული წლის მარტიდან, წამლებზე ფასი 60-დან 80%-მდე შემცირდა.

წყარო:რუსთავი 2

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ბავშვთა სახლიდან მინდობით აღზრდაში ავიყვანე 2 ბავშვი, ერთი სამეგრელოდან ჩამოვიდა - მრავალშვილიანი დედა ვარ და კიდევ სამი დავიმატე" - თეა დარჩია  

🔵"რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, სააკაძეზე მეტი რა გააკეთეთ, გვითხარით, გაგვანათლეთ" - ირმა ინაშვილი გია მურღულიაზე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714644054

ახალი ამბები

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდ...

პოლიტიკოსი

1714641933

ახალი ამბები

„სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“ - ბესარიონ გუგუშვილი

„ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი იყო, სახელმწიფოს შიგნით ვერავინ ვერ უნდა ერეოდეს. მით უმეტეს, სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა დამოუკიდებელი საქართველო...

ბესარიონ გუგუშვილი

1714641667

საზოგადოება

ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დღეს, 13:00 საათთიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზეა შესაძლებელი. რა არის საჭირო პორტალზე შესასვლელად? პორტა...

ევრო 2024

1714637521

საზოგადოება

„ადამიანისთვის არაფერი ღირებული აღარ არსებობს სამყაროში... სად არის სამშობლო, მეგობრობა, სიყვარული?“ - თეოდორე გიგნაძე

„ადამიანისთვის არაფერი ღირებული აღარ არსებობს სამყაროში, მშობლის პატივისცემა, უფროსების პატივისცემა, ავტორიტეტების პატივისცემა. არანაირი ზნეობრივი ნორმების დაცვა, ქალწულობა, ოჯახის ერთგულება, ცოლქმრულ...

თეოდორე გიგნაძე

1714636525

სოციალური მედია

„ნანუკამ 177 ათასი მაქვსო და სულ ესაა, რაც ამ ბავშვებს უყიდეთ ხალხის ფულით...ორი ბოთლი წყალი და სამი შოკოლადი?!“ - ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმაურება. იგი აქციაზე  გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ფოტოგრაფი მარი ნაკანი ვიდეოს აქვეყნ...

ნაკანი, ჟორჟოლიანი და ბერიძე