"ახალგაზრდებმა, რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე..."- რა ისტორიას იხსენებს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იგი ბნელი 90-იანი წლების საქართველოში ყოფას იხსენებს. 

როგორც ნანა გეგეჭკორი წერს, ახალმა თაობამ უნდა იცოდეს სად ცხოვრობდა ხალხი "ვარდების რევოლუციამდე".

"ახალგაზრდებმა, რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე...

ატმორმა დენი ორჯერ დამარტყა შხაპის მიღებისას... ატმორი ალბათ არც იცით რას ნიშნავს. უცხო სიტყვა არაა, ასე ერქვა კუსტარულ გამაცხელებელს. წყალს ნელთბილს ხდიდა რომ ბანაობისას კანკალს არ აეტანე.

გვიან ღამე მხრჩოლავ "კერასინკაზე" და ნავთის ლამპაზე  მეცადინეობისას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილმა ნამწვმა გონება დამიბინდა. დედას კაკუნმა უხერხულად შემაფხიზლა, წავბორძიკდი და გავარვარებულ"კერასინკაზე" პირდაპირ ლოყით დავენარცხე. ვერც ვხვდები როგორ გადავურჩი უდიდეს ნაწიბურს მარცხენა ლოყის დაახლოებით ორ მესამედზე.

მამის საფლავზე წავედით ერთი დღით დასავლეთში. შინ მობრუნებულებს  სახლი გაქურდული დაგვხვდა. წასაღები არაფერი გვქონდა გარდა ზამთრის თბილი ქურთუკებისა. ქურთუკებს საზამთროდ მომზადებული მურაბებიც გააყოლეს. მილიცია გამოიძახა დედამ. საკუთარი სახლის გაქურდვის ბრალდების ჩვენთვის აკიდებას ეცადნენ. ბედად, დედას ეყო გამბედაობა კინწისკვრით გაეყარა სახლიდან ორივე. მეზობელმა მილიციელმა გაგვიმხილა მოგვიანებით, საკუთარი თავის გამოხსნაში ფულს გამოგძალვდნენო...

შუადღის შუქზე დედა ჩვენივე  სადარბაზოსთან დააყაჩაღეს. ოქროსფერი, უბრალო მეტალის ჯვარი ეკეთა ყელზე. ეტყობა ოქროსი ეგონათ. ისე ჩამოგლიჯეს ჯვარი კისრიდან,  სისხლმდენი ჭრილობით და შიშისგან გაფართოებული თვალებით დაგვიბრუნდა სამსახურიდან.

სამედიცინო უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე დედა ცრემლებით მაცილებდა. უმწეობა ატირებდა, იცოდა ცოდნა არ იყო საკმარისი იქ მოსახვედრად. უფრო სწორად ცოდნა არც იყო საჭირო. ფული კი ჩვენ არ გვქონდა...

მისაღებ გამოცდაზე (ბიოლოგიაში), გამომცდელმა გამოიდო თავი, ასეთი აბიტურიენტი ამდენი წელია არ მინახავს და თუ უმაღლეს ქულას არ მიიღებს კომისიას დავტოვებო.

პირველ ორ გამოცდაზე თითქმის უმაღლესი ქულებით  ეს ქულა იმდენად წამწევდა წინ, ბოლო გამოცდაზე მინიმალური ქულაც კი ჩარიცხვის გარანტია იყო. ჩემი გვარი იქ არავის ეცნობოდა. შესაბამისად აქამდე შემთხვევით დაუძვრათ უმაღლესი ქულები და ეს უნდა ყოფილიყო ბარიერი რომლის გადალახვა ჩემთვის არ შეიძლებოდა.

შუახნის მამაკაცი დაადგა თავს ჩემს გამომცდელს და ყვირილით უთხრა "შენ ხომ არ გაგიჟდი ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო".

ამ ფრაზაზე მე შიშის შეგრძნება დავკარგე, ფეხზე წამოვხტი და დემონსტრაციულად განვაცხადე, რომ არ დავტოვებდი გამოცდას სანამ ყველა საკითხს არ მკითხავდნენ და პასუხების შესაბამის ქულას არ გავიტანდი. ცხადია, "თავხედობისთვის" საშინლად გამლანძღეს, მაგრამ არ დავთმე. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ.

ბოლის 10-შესაძლებლიდან 9 ქულით გამოვედი ხანგრძლივი და დამქანცველი ომიდან. ისეთი აღელვებული გამოვედი გამომცდელის სახელი ვერ დავიმახსოვრე. გვარად მაჭავარიანი იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ იბრძოლა სრულიად უცხო, გაწრიპული, ძალიან პრინციპული აბიტურიენტისთვის. ვერასდროს ვიპოვე, რომ მადლობა მეთქვა.

შუახნის კაცი, ვინც თავზე დასჩხაოდა "ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო", პირველ სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას აღმოვაჩინე რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ნავთის და პურის რიგში საათობით დგომა მაშინ ნორმალური ამბავი მეგონა.

რამდენჯერ მიოცნებია შორეულ სამოთხეზე სადაც შუქი არასდროს ქრება, წყალი გრაფიკის გარეშე მოდის ონკანში, ქუჩაში შემოღამების არ გეშინია...

ერთხელ, ჩემი თავგადასავლები ამერიკელ მეგობრებთან მოვყევი.

დაასკვნეს, რომ მე ძალიან კარგად გამომივიდოდა წერა.

მივხვდი, ნაწილობრივ ფანტაზიად ჩათვალეს ჩემი ყოველდღიურობა...", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

📌 ექიმი: სრული მენიუთი იკვებება, დაიწყო ძალის გააქტიურება და ემზადება სასამართლოსთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე