“ალექსანდრემ მომავალი ძმა მონასტერში ნახა, საბოლოოდ ოთხი ბავშვი ვიშვილე, და-ძმას ერთმანეთს ვერ დავაშორებდი” - გულიკო ეგნატაშვილი

წარმატებული ქართველი მომღერლის, ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ გულიკო ეგნატაშვილმა ოთხი ბავშვის შვილად აყვანის ემოციურ ისტორიაზე POSTV-ის გადაცემაში "სიკეთე მარტივია“ ისაუბრა:
"ჩემი ორი შვილი მყავს. ოთხი ბავშვი ვიშვილე. ისინი უკვე 9 წელია ჩემი შვილები არიან. ალექსანდრეს სურვილი იყო, რომ ისინი გვეშვილებინა. ალექსანდრე პატარაობიდან მონასტერში დაგვყავდა და მამა შიოსთან ყინწვისის მონასტერში იზრდებოდა, ერთხელ მეც იქ ვიყავი და დედამ მოიყვანა შვილი და მამაოს ჩააბარა დროებით, მამაომ, რა თქმა უნდა, გულით მიიღო...რომ შევხედე ალექსანდრეს, მივხდი, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან ომოქმედა და მკითხა, დედა, თუ შეიძლება რომ ჩვენ წამოვიყვანოთო? - მე დავეთანხმე. სოცაგენტმა გვითხრა რომ 4 ბავშვს, დედმამიშვილებს ვერ დააშორებდნენ და გვკითხეს, დროებით თუ შევიფარებდით დანარჩენებსაც. მე დავფიქრდი, შემეშინდა, ალექსანდრე კი მიყურებდა, აბა რას ვიტყოდი... წავედით იმ სოფელში, სადაც იყვნენ ეს ბავშვები და რომ მივედით ძალიან რთულ სიტუაციაში მყოფი ბავშვები ვნახეთ, მათ ბებო ზრდიდა, დედა ცუდად ჰყავდათ და სააავადმყოფოში იყო. ყველაზე პატარა იყო ერთი წლის და გადავწყვიტე, რომ მეთქი უნდა წამეყვანა. დედის გარეშე ეს ამბავი არ მომხდარა, მას აცნობეს ყველაფერი, მოგვიანებით კი, როცა გამოკეთდა, სახლშიც მოვიყვანეთ და გავიცანით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო ფიზიკურად... როცა ბავშვები წამოვიყვანეთ, ეს იყო ძალიან სტრესული, დედას ეჭირა პატარა და არ შემეძლო ბავშვის გამორთმევა... პატარა თვითონვე მომიყვანა დედამ, ჩამეხუტა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ და არასდროს ვინერვიულებ, ჩემი შვილები შენს გვერდით თუ იქნებიანო. ყოველთვის იმ იმედით ვიქნები, რომ დარწმუნებული ვარ, ბედნიერები იქნებიანო. მე ვუთხარი, რომ რაც შემეძლება ყველაფერს გავუკეთებ-მეთქი. წამოვიყვანეთ ოთხივე ბავშვი. ალექსანდრეც იყო ჩემთან ერთად. მალე დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო. მართლაც, ისე ვუყვარვარ ამ ბავშვებს და ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ამ ყველაფრის გამო ვერსად ვერ მივყვები ალექსანდრეს. ამ ბავშვებმა უკვე ბევრჯერ გაიარეს დიდი სტრესი დედის გარდაცვალების გამო და მე ვერ მივატოვებ. ალექსანდრეს თავისი მამა ახლავს თან. დედას მეძახიან, სულ თვალებში მიყურებენ", - მოყვა გულიკო ეგნატაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: პოლიტიკაში, ალბათ, არასდროს შევალ - ნიკოლოზ სააკაშვილი
🔵წყალტუბოში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა
🔵პარიზში, პირბადეების რეჟიმის დარღვევისთვის პირი 135 ევროთი დაჯარიმდება
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...