VIDEO:"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილ-იასკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­ი პირ­ველი  ლე­დი 2004-2013 წლებში, სან­დრა რუ­ლოვსი, გიორგი თარგამაძის "დროებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ვრცლად საუბრობს მასსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის დეტალურად ისაუბრა იმ დღეზე, როცა საკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის ლიზა იასკოსთან პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბრობდა. 

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ეს ვიდეო და ზოგადად მასში გადმოცემული ამბავი, მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო და ცდილობდა არ დაეჯერებინა. 

"ზუს­ტად იმ დროს, როცა და­დას­ტურ­და, რომ მიშა აიყ­ვა­ნეს და ვნა­ხეთ მისი მომ­ღი­მა­რი ფო­ტო­ე­ბი რუს­თა­ვის ცი­ხი­დან, გავ­რცელ­და სხვა ვი­დე­ოც... ამის შე­სა­ხებ გა­ვი­გე ნი­კო­ლო­ზის­გან. მან ტე­ლე­ფონ­ში მაჩ­ვე­ნა და ერ­თად ვუ­ყუ­რეთ ამ ვი­დე­ოს. ეს იყო შოკი ნი­კო­ლო­ზი­სა და ჩემ­თვის! ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამას უარ­ყო­ფის ფა­ზას უწო­დე­ბენ. ეს არის თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რო­დე­საც ვერ უყუ­რებ რე­ა­ლო­ბას თავ­ლებ­ში, რად­გან არის დარ­ტყმა.

პირ­ვე­ლი ფაზა იყო უარ­ყო­ფა - არა არ­სე­ბობს, ალ­ბათ ეს არ არის ნამ­დვი­ლი. მაგ­რამ შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ ეს მარ­თლა მიშა იყო, აშ­კა­რად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და წარ­სულს, მად­ლო­ბე­ბი მი­ხა­და... მივ­ხვდი, რომ მო­მი­წევ­და ამის აღი­ა­რე­ბა. ფორ­მა, მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. არც დრო­უ­ლი იყო, რად­გან ყვე­ლა მი­შას და­კა­ვე­ბა­ზე, გამ­ბე­და­ო­ბა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი და უცებ პი­რად სფე­რო­ში ვი­დეო გა­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან ბევ­რი რე­აქ­ცია და სა­უ­ბა­რი მოჰ­ყვა ამ ფაქტს. ერთი ასე­თი კო­მენ­ტა­რი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ახლა შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ძი­ნო?!" , იმ­დე­ნად ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და მი­შას შე­სა­ხებ. 

მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი... აღარ მინ­დო­და ახა­ლი ამ­ბე­ბის ყუ­რე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რე­აქ­ცია იყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ზე.

ეს იყო უკვე მე­ო­რე ფაზა - დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გი­ბიძ­გებს, რე­ა­ლო­ბას არ შე­ხე­დო თვა­ლებ­ში. ეს არის იზო­ლა­ცია. მე კი ვი­გებ­დი რაც ხდე­ბო­და, ედუ­არ­დის სა­შუ­ლე­ბით, მაგ­რამ მხო­ლოდ მშრალ ფაქ­ტებს მაწ­ვდი­და. არ მინ­დო­და დე­ტა­ლუ­რად გა­მე­გო ამ­ბე­ბი, რად­გან მტკივ­ნე­უ­ლი იყო.

მე­სა­მე ფაზა ,დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი, იყო პრო­ექ­ცია - ეს მი­შას ბრა­ლი არ არის, ეს სხვი­სი ბრა­ლია, ვი­ღა­ცამ აი­ძუ­ლა. ვცდი­ლობ­დი, რომ აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი არ ყო­ფი­ლი­ყო მიშა.

მოკ­ლედ ეს სამი რე­აქ­ცია მქონ­და მოკ­ლე დრო­ში და სა­ერ­თოდ, ეს ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­აა, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დიდ­ხანს არ უნდა გაგ­რძელ­დეს" - განაცხადა სან­დრა რუ­ლოვსმა, გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.

 

 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵VIDEO: პოლიტიკაში, ალბათ, არასდროს შევალ - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔵მიხეილ სააკაშვილი გოროს ჰოსპიტლიდან გაიტაცეს. მიმართულება - უცნობია. მისი მდგომარეობა - უცნობია - ნიკა გვარამია

🔵ომი, პანდემია, კატასტროფები: ვანგას წინასწარმეტყველებების სია, რომლებიც გაგაოცებთ - რა გველის 2022-ში?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741022070

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...

პაპუაშვილი შალვა

1741020226

ახალი ამბები

ჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს

 რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...

მერი

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია