ალუდა ღუდუშაური ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ფეხებზე დაიკიდეს, არაფრად ჩააგდეს ეუთო/ოდირის შეფასებები, რომლებმაც აღიარეს არჩევნები და საპასუხოდ, მიიღეს გაუგონარი გადაწყვეტილება, რომ თურმე, ითხოვენ ახალ არჩევნებს - წყლის ნაყვაა ეს ყველაფერი

ჩვენ, ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი იმიტომ არ გაგვიკეთებია და იმიტომ არ გვინდა ევროპული არჩევანი, რომ მოვისმინოთ ან ვნახოთ ისეთი ქმედებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება უსამართლო და ფუნდამენტშივე საწინააღმდეგო თვითონ ევროპის კავშირისა. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა და ევროპის კავშირი? - იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაზე საუბრისას.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ევროსაბჭომ, აღნიშნული რეზოლუციით, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნებია მოთხოვნილი, საკუთარი ინსტიტუცია, ეუთო/ოდირი, „გათელა და ფეხებზე დაიკიდა“, ვინაიდან, ეუთო/ოდირმა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები აღიარა და ლეგიტიმურად ცნო.
„ფუნდამენტური ევროპა არის სწორედაც სამართლიანობის ფესვებზე დაფუძნებული და დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს - ფეხქვეშ იქნა გათელილი და ფეხებზე დაიკიდეს ეუთო/ოდირის, მათივე ინსტიტუციის შეფასებები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, დოკუმენტურად არსებობს და ვერ გაქრება, რომ მათ პირდაპირ აღიარეს, ლეგიტიმურად ცნეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები. დღეს ვხედავთ, რომ [ევროსაბჭომ] მათივე ინსტიტუცია უბრალოდ ფეხქვეშ ამოიდეს, გათელეს, საერთოდ არაფრად ჩააგდეს და ამის საპასუხოდ, მიიღეს გაუგონარი გადაწყვეტილება, რომ თურმე, ითხოვენ ახალ არჩევნებს. ამჯერად, მინდა ვუთხრა ჩვენს ბრძენ ქართველ ხალხს, რომ ეს ერთადერთ რამეზე მიუთითებს - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისა და მათი მეხოტბეებისთვის მისაღები დემოკრატიული არჩევნები იქნება მხოლოდ ერთადერთი არჩევნები - სადაც, კომისიაზე მოსმენილი, ტირანიისა და არაადამიანობის ჩამდენი „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს რეჟიმი იქნება თურმე ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ეს თავსებადი ვერც საქართველოს ინტერესთან იქნება და ვერც ქართველი ხალხის ინტერესთან და მის არჩევანთან იქნება თანხვედრაში და რა თქმა უნდა, მას საერთო არ ექნება არც ნამდვილ ევროპულ ღირებულებასთან და არც დემოკრატიასთან. შესაბამისად, წყლის ნაყვაა ეს ყველაფერი. მორიგ ჯერზე ურტყამენ თავიანთ ევროპულ ღირებულებას რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ნამდვილად გულსატკენია, რომ ასეთ მდგომარეობამდეა მისული ევროპა, რომ მისი წარმომადგენლები - რა თქმა უნდა, მთლიანად ევროპას და იქ მცხოვრებ ადამიანებს არ ეხება, ეს ეხება ვიწრო ჯგუფს, რომლებიც დღენიადაგ ანადგურებენ ევროპულ ღირებულებას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე შეფასებით, „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენი ბოროტი, მოკეკლუცე, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ოპოზიცია ხბოს აღტყინებით ხვდება, რაც აბსოლუტურად სამარცხვინოა და ეს მდგომარეობა მათ აკნინებს.“
1744703312
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე
ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის დროებითი...
1744702610
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქ...
1744702082
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...
1744701227
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...
1744699955
საზოგადოებასააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...