"ამ დღეებში არ დარჩენილა ადამიანი ვისაც რუსეთ-საქართველოს ომზე არ უკითხავს, პასუხად ჩემს ამბავს ვყვები" - რა ისტორიას აქვეყნებს ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:
"სამსახურში და უცხოელ მეგობრებთან ხშირად მისაუბრია რუსეთ-საქართველოს ომზე.
ამ დღეებში არ დარჩენილა ნაცნობი ვისაც არ უკითხავს, რას ვფიქრობ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე.
პასუხად ჩემს ამბავს ვყვები.
რუსეთი არც ცდილობს მიდგომები დახვეწოს, შენიღბოს, ახალი სამხედრო თუ პოლიტიკური ტაქტიკა გამოიყენოს.
ისევე ანადგურებს ყველაფერს როგორც ამას ასეული წლები სჩადიოდა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.
ღიად, ცინიკურად ისაკუთრებს იმას რაც მისი არასდროს ყოფილა.
ყველგან, სადაც შეაბიჯებს მიაქვს ნგრევა, სიკვდილი, კორუფცია, უპერსპექტივობა.
ჩემი პასუხი თანამშრომლების კითხვაზე, რა შედეგებს უნდა ველოდეთ თუ უკრაინა რუსეთის აგრესიას ვერ გადაურჩება, არის ამ ფოტოებში.
ასე მარტივად იგებენ, რომ იქ სადაც რუსეთია არის სიკვდილი, სიცარიელე და არასდროს არ არის ადამიანის ადგილი.
ადამიანი როგორც ღირებულება რუსული გავლენის არეალში აღარ არსებობს.
საქართველოს, უკრაინას, კავკასიის ქვეყნებს აქვთ ძალიან მარტივი არჩევანი.
ვირჩევთ დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებზე აშენებული საზოგადოებით ან მონობას, კორუფციით, ჩაგვრით, უსამართლობით, სიღარიბით.
პირველ შემთხვევაში თქვენი შვილები იცხოვრებენ ქვეყანაში სადაც საკუთარი შესაძლებლობების და შრომის საპირწონე მომავალს აიშენებენ, მეორე გზა კი გთავაზობთ ქვეყანას სადაც არავის აქვს პერსპექტივა.
საკუთარი უნარების სწორად განვითარებისა და სტაბილური, მშვიდი ცხოვრების ასაშენებლად თქვენს შვილებს მოუწევთ შორეულ ქვეყნებში გადახვეწა.
თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში შრომით, სწავლით და პატიოსნებით მშვიდი და ეკონომიურად სტაბილური ყოველდღიურობა გექნებათ, რუსული საქართველო საოკუპაციო ხაზს მიღმაა და თვალსაჩინოებისთვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ....", - წერს ნანა გეგეჭკორი.
სხვა სიახლეები:
⬛ დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...