ამირან სალუქვაძე: კახა ლომაიამ ისეთი პოსტი დაწერა, მთელი ქვეყანა შიფრავს და ჯერ ვერავინ ჩაწვდა

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში განათლების ყოფილ მინისტრს კახა ლომაიას განცხადებას ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ეხმაურება და წერს:

"კახა ლომაიამ ისეთი პოსტი დაწერა, მთელი ქვეყანა შიფრავს და ჯერ ვერავინ ჩაწვდა, რას გვმოძღვრავს განათლების ექს-მინისტრი.

ხომ წაემოგიდგენიათ რა უყო განათლებას?!

ეს პირი ომის დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კოორდინაციას ახდენდა.

ომში მისი და მისნაირი დილეტანტების როლის გამოძიება რომ დავიწყოთ, მენტორული ტონიც შეეცვლება.

მოკლედ, მისი ამ ჩალაბირინთებული ბრძნული წერილის მთავარი არსია: მერე რა რომ ერთხელ უკვე მოხდა ჩვენთან შიდა ომი და ამბოხი, ვინ თქვა რომ მეორედ არ შეიძლება გამეორდესო?!

მოკლედ, ძალიან სწყურიათ არეულობა და ქაოსი.

ბიბლიოთეკაშიც ხომ უბრალოდ საუბრობდნენ მსხვერპლზე და ქაოსზე?!

აბა ხალხს ჰკითხეთ, ვის აწყობს მეორედ ქაოსის და სისხლის ღვრის გამეორება?!

თუ თავს ჩვენზე მაღლა აყენებთ?!", - წერს სალუქვაძე.

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი წერს:

"გუშინ და დღეს ერთგვარ შელოცვებს მოვკარი თვალი ჩემ ფბ-ზე.

ჩვენ, ქართველებს, სამხედრო გადატრიალებაც გვინახავს, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემაც, და, ამიტომ, ყაზახურისმაგვარი ამბები ჩვენგან შორს, საკმარისია, აღარ გვინდაო.

თითქოს, ამ "საკმარისიათი" ისტორიას ვუბაკუნებდეთ ფეხებს.

თითქოს "ბედის დავთარში" გვეწეროს, რომ ისტორიაში სამხედრო გადატრიალებაც უნდა გვქონოდა (ერთხელ), მშვიდობიანი რევოლუციაც, (ერთხელ) და ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემაც (თანმიმდევრულები რომ ვიყოთ, ესეც ერთხელ :-)). ბოლოში ყველაფერი მაინც არჩევნებით მთავრდება.

მათ შორის ვარდების რევოლუციის შემდეგაც, ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.

ყაზახებსაც არჩევნები უნდათ, რიგგარეშე დემოკრატიული არჩევნები, სხვა კი არაფერი.

მაგრამ, არჩევნებს წინ ის "შავი გედი" მოფრინდება თუ არა, და თუ მოფრინდება, რამდენჯერ, არავინ იცის. აგერ ყაზახეთის მეზობელ ყირგიზეთში, სახალხო რევოლუციები სულ მცირე, 3-ჯერ მოხდა ბოლო 17 წლის განმავლობაში. ამიტომ, შელოცვები და ფეხების ბაკუნი კი არ უნდა ამ საქმეს, არამედ იმ ხალხისადმი, ვისაც სულს ხდიან გამგუდველ ავტორიტარულ რეჟიმში, სულ მცირე, თანადგომის გამოხატვა, თუ სხვა არაფერი შეგვიძლია", - წერს ლომაია.

სხვა სიახლეები:

🔳 რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა დაიწყო

🔳 “დღეს სასულიერო პირს გაუსაჯაროვეს ინტიმური მიმოწერა, ხვალ ყველას მოგადგებიან”

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741978397

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვაზე: ალამუთის ციხე დაეცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვის ფაქტს ეხმიანება. „ალამუთიც ციხე დაეცა”, - წერს შალვა პაპუაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გ...

შალვა პაპუაშვილი

1741975537

საზოგადოება

მდ. არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინა...

არაგვის ხიდ

1741974740

სპორტი

ქართველი მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ისრაელელ მეტოქეს მელქამუ ფეტენეს სძ...

დიმიტრი ხაჩიძე

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი