ამჟამად, იტალიის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების არცერთი ფაქტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს და ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი“-ში გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციას უწოდებს. ოფიციალური უწყება განმარტავს, რომ ამჟამად, იტალიის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების არცერთი ფაქტი.
„2022 წლის 5 თებერვალს, ტვ პირველის გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" გავრცელდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იტალიაში საქართველოს საელჩო მალავს ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტს.
საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში უზრუნველყოფს საქართველოს ყველა გარდაცვლილი მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებს, რა დროსაც მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.
ამჟამად, იტალიის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების არცერთი ფაქტი, რომლის თაობაზეც არ არიან ინფორმირებულნი გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
რაც შეეხება მოქალაქეთა პირადი მონაცემების სხვა პირებისთვის ან მედიისთვის გადაცემას, ეს ეწინააღმდეგება პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს და მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ხდება.
მსგავსი დეზინფორმაცია, რომლის გადამოწმებასაც არ ცდილობს მედია საშუალება, გვაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართულად ემსახურება საქართველოს დიპლომატიური მისიის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას.“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება
📌 მთელი „ნაცმოხელისუფლების“ შედეგია რომ იუნესკოში ჩვენ ბაგრატი დავკარგეთ - თეა წულუკიანი
📌 საქართველოს პატრიარქი ილია II ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...