"ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

"როგორ უმკლავდება ქვეყანა ომიკრონის გამოწვევას?", - აღნიშნულ საკითხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა.
"ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი.
კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის.
ომიკრონის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
ასე მაგალითად, ა.წ. 26 იანვარს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში დაფიქსირდა 4408 შემთხვევა, მაშინ როდესაც საფრანგეთში დაფიქსირდა 6534 შემთხვევა, ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელშიც კი - 8166 შემთხვევა და ა.შ.
გავრცელებულია აზრი, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილიანობას. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.
ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური COVID ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.
ზოგიერთ ქვეყანაში კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ასე მაგალითად: აშშ-ში ა.წ. 26 იანვარს დაფიქსირდა 3244 გარდაცვალება (ასეთი მაღალი სიკვდილიანობა მათ ერთი წელია არ ჰქონიათ), ანუ 9,7 გარდაცვალება 1 მილიონ მოსახლეზე, მაშინ როდესაც საქართველოში იმავე დღეს გვქონდა 27 გარდაცვალება , ანუ 6,9 – 1 მილიონ მოსახლეზე.
მიაქციეთ ყურადღება - ამ დღეს ჩვენზე შეუდარებლად უფრო ძლიერ და სრულად ვაქცინირებულ ამერიკას, ისევე როგორც ბევრ სხვა სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, 1 მილიონ მოსახლეზე ჰქონდა უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე საქართველოს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის CDC-ს დირექტორის როშელ ვალენსკის განცხადებით, რომელიც მან თეთრ სახლში გააკეთა „შედარებით მსუბუქი არ ნიშნავს მსუბუქს“ “Milder does not mean mild” (ლაპარაკია ომიკრონზე).
ჯანმოს გენერალური დირექტორი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ომიკრონი რჩება საშიშ ვირუსად“.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს.
ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.
ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%. საქართველოში ა.წ. 1 იანვრამდე მოქმედ 60 „ონლაინ კლინიკას“ დაემატა კიდევ 40 „ონლაინ კლინიკა“, რომლებიც დაკომპლექტდა შესაბამისად გადამზადებული ოჯახის ექიმებით.
გაძლიერდა ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც ახორციელებს 100 „ონლაინ კლინიკაზე“ მონიტორინგს და მათ გადაზღვევას.
შედეგად საქართველოში სადღეისოდ გვყავს 124 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და მათგან არცერთი ავადმყოფი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ დარჩენილა ექიმის გარეშე, ყველა მათგანს მიეწოდება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.
არც ერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ.
ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით.
არც ერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარა მიტოვებაზე.
მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად.
იყავით მშვიდად.
ითანამშრომლეთ ექიმებთან.
ატარეთ პირბადე.
აიცერით!
აიცერით!
აიცერით!
რათა შესაძლო მოკლე დროში, დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
ამის გაკეთება რეალურია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
სხვა სიახლეები:
⬛ COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"
1741703498
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...
1741703454
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები
ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...
1741702225
საზოგადოება11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...
1741701596
საზოგადოებაპაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...
1741700654
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის
ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკ...