COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO-ს ექსპერტმა მარია ვან კერხოვმა განაცხადა, რომ COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია".
ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "ომიკრონის" ვარიანტი ინფექციების მზარდი რაოდენობის მიზეზია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი, როგორც ჩანს, ნაკლებად საშიშია, ვიდრე მისი წინა ვარიანტები, ინფექციის შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა მაინც გამოიწვიოს.
როგორც CNBC წერს, ბოლო ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
რას უნდა ველოდეთ მომავალში და როდის დასრულდება პანდემია?
WHO-ს ექსპერტმა მარია ვან კერხოვმა განაცხადა, რომ შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, შესაბამისად, გავრცელებით ის ომიკრონსაც გადაასწრებს.
თუმცა, აქ მთავარი ისაა თუ რამდენად ლეტალური იქნება ახალი შტამი.
ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს.
ჯანმოს გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღოს, ან პერიოდული ეპიდემიებით გამოირჩეს.
იგივე ვარაუდი ბილ გეიტსმაც გამოთქვა. მისი აზრით, ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის მსგავსი გახდება.
საბოლოოდ, WHO-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსი კვლავ არაპროგნოზირებადია და რთულია იმის თქმა, თუ როდის და რა სახით დასრულდება პანდემია.
სხვა სიახლეები:
🔳 BLB: მოსამართლემ „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...