"აპენდიციტის ამოსაჭრელად ბანკის იპოთეკურ სესხს იღებდა ხალხი, ინსულტის გამო, სასწრაფო წესით, ჩალის ფასად სახლებს ყიდდნენ, რადგან კომაში მყოფი აპარატიდან არ გაეთიშათ, გახსოვთ?!" - ამირან სალუქვაძე

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ქართულ მედიას, ამბების ტენდენციური გაშუქების გამო აკრიტიკებს.

სალუქვაძე ყოფილ ხელისუფლებას კი, მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს.

"აპენდიციტის ამოსაჭრელად ბანკის იპოთეკურ სესხს იღებდა ხალხი, ინსულტის გამო, სასწრაფო წესით, ჩალის ფასად სახლებს ყიდდნენ, რადგან კომაში მყოფი აპარატიდან არ გაეთიშათ, გახსოვთ?!

ჰოდა, რას დასდევთ კუდში ეკა ტიკარაძეს? ჯანდაცვაზე ხმა რომ არ ამოგეღებათ წინა ხელისუფლებას, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხზე, უნდა ხვდებოდეთ, თუმცა...

გუშინ დასდევდნენ და ეკითხებოდნენ, თქვენი შემცვლელი ვინ იქნებაო? შეიძლება მსგავსი კითხვა დაუსვა თანამდებობიდან წასულ პირს? ან ეთიკა თუ გაქვთ, ან ლოგიკა?

დღეს, თურმე, ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, ჯანდაცვის ღონისძიებაზე გამოჩნდა და სენსაციად წარმოაჩინეს.

არჩილ თალაკვაძე პირველად გამოჩნდა გადამდგარ მინისტრთანო.

მედიას ასე მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გახსოვთ თალაკვაძის ჩართულობა ცე ჰეპატიტის პროგრამაში 2014 წლიდან?

ამერიკის ელჩიც ესწრებოდა, ნეტა რატომ, ტიკარაძის შემცვლელად მოიაზრება?

იცით რა მიზანი აქვს ასეთ სიუჟეტებს?

თითქოს გააშუქეს ღონისძიება, რომელიც ცე ჰეპატიტის პროგრამას ეხებოდა, მაგრამ თავად პროგრამაზე არ ისაუბრეს.

თანამედროვე სლენგით ღონისძიება გატროლეს.

ხალხისთვის სასიკეთო პროგრამაზე დადებითს ხომ არ იტყოდით?

ამიტომ ხართ ტოქსიკურები და ამიტომ არ ხართ მედია.

თქვენ ხართ პარტიული პროპაგანდის სატელევიზიო საშუალებები, შემოკლებით პპსს", - წერს სალუქვაძე.
 

სხვა სიახლეები:

🔲 "ჯერ კითხვას გაეცით პასუხი, თავს თუ გრძნობთ ერის ნაწილად? იცით კი, ერი რას ნიშნავს? ეროვნული შერიგება ეროვნულებს შორის ხდება" - ამირან სალუქვაძე ოპოზიციას

🔲 "მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი დეფიციტია" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი