"ჯერ კითხვას გაეცით პასუხი, თავს თუ გრძნობთ ერის ნაწილად? იცით კი, ერი რას ნიშნავს? ეროვნული შერიგება ეროვნულებს შორის ხდება" - ამირან სალუქვაძე ოპოზიციას

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება.

"ნაცმოძრაობამ" და მისმა განაყოფებმა აიტაცეს პრეზიდენტის ინიციატივა დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, თითქოს პირველად გაიგონეს.

ოღონდ, მისი განცხადებიდან მხოლოდ ის გაიგეს, რისი გაგებაც სურდათ.

ამათი დეპოლარიზაციის შეთანხმება ასეა:

გამოუშვით უგულავა და ოქრუაშვილი და ჩვენზე იყოს.

გამოუშვეს, მერე?

ჯერ კოჰაბიტაცია მოახვიეს ხალხს, მერე შარლ მიშელის დეპოლარიზაცია.

ახლა მესამე სერიაა.

თან დეპოლარიზაციას გაიძახიან, თან ტელევიზიების ტოქსიკურობას ზრდიან.

ხვალ ვნახავთ დეპოლარიზებულ შაბათის გადაცემებს?!

თან შერიგებას გაიძახიან თან ბრიუსელში მიფრინავენ ოცნებისთვის სანქციების გასაჩალიჩებლად.

დეპოლარიზაციის ერთადერთი გზაა ტოქსიკური, წარსულში დამნაშავე პოლიტიკოსების ჩამოშორება პოლიტიკიდან.

ორი თვეა უამრავი ადამიანი ახმოვანებს, რომ შეწყალებას წინ უნდა უძღოდეს მონანიება. იგივე ეხება შერიგებასაც.
სააკაშვილი ამბობს დანაშაულები არ ჩაგვიდენიაო. ხალხს ეს დანაშაულები მოეჩვენაო.

ჰოდა, თუ არაფერი ჩაგიდენიათ, არც შესარიგებელი გვქონია.

შერიგების შემდეგ ძიძგილაობას შეეშვებით, ზურაბიშვილს 3 წლის თავზე პრეზიდენტობას მიულოცავთ, პარლამენტში კანონების წერას შეუდგებით თუ თქვენი ტელევიზიები და სპიკერები ნაკლებ ტოქსიკურები გახდებიან და სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირებას შეეშვებიან?

სიცრუეებზე მაინც მოიხადა ვინმემ ბოდიში?

აგერ ვნახეთ გუშინდელი საღამოს გადაცემები, ვნახავთ დღესაც, ხვალაც...

ან იქნებ სააკაშვილის ან სხვათა მომხრეები სოციალურ ქსელში ნაკლებად აგრესიულები გახდებიან, გინების და შეურაცხყოფების გარეშე აზრის გამოხატვას ისწავლიან?!

საერთო ეროვნული შერიგებაო, რომ ამბობთ, ჯერ კითხვას გაეცით პასუხი, თავს თუ გრძნობთ ერის ნაწილად? იცით კი, ერი რას ნიშნავს?

ალბათ არ იცით.

ქართველ ერს არაფერი სჭირს შესარიგებელი. ჯერ ერის ნაწილი გახდით. გაიზიარეთ ერის კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები...

როგორც კი გაიზიარებთ, როგორც კი შეეშვებით რელიგიის, ტრადიციების, წესების წინააღმდეგ ბრძოლას, კაცთმოძულეობას, შესარიგებელი არაფერი გვექნება.

სააკაშვილში, რომ ხედავთ შერიგების გასაღებს, მაგიტომ ხართ მასთან ერთად სხვა სამყაროში, სხვა რეალობაში.

არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი პარტიის და მომხრეების მხრიდან წარსულის გააზრების და მონანიების გარეშე შეწყალება, კიდევ უფრო გააღრმავებს უფსკრულს.

როცა გიორგი ზერეკიძე ჰყვება, წვრილმან ხულიგნობაზე 10 წელი მომისაჯეს, ეს არ იკმარეს და მშობლები, ოჯახი გამინადგურესო და სააკაშვილის მომხრე კომენტარს უწერს, ტყუილად არავის იჭერდნენო, ეს ხომ ყველა თქვენგანის საერთო პოზიციაა?

თქვენ ხომ არც იმას იაზრებთ, რომ 15 წლის ბავშვისთვის წვრილმან ხულიგნობაზე 10 წელი არ უნდა მიგეცათ და არც იმას, რომ მისი მშობლები წამებით არ უნდა გაგენადგურებინათ?!

ასეთი ფაქტი რამდენია?!

ჰოდა, პრეზიდენტებმაც წაიკითხეთ რასაც ვწერ, ვინც ხართ ცოცხლები, მოქმედნი თუ ყოფილნი და პარტიების მომხრეებმაც.

შერიგებაზე საუბრობენ და ბრიუსელში ნაცმოძრაობის მორიგი დესანტია, მორიგი მავნე წერილით, რომელიც დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რუსეთ-დასავლეთის დაპირიაპირების ფონზე, ქვეყანას აზიანებს.

თუმცა, რა გასაკვირია, როცა მანამდე ასოცირების შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ, კიდევ უფრო ადრე, ყველაფერი შეუსრულეს კრემლს", - წერს სალუქვაძე.

თადარიგის გენერალი ერთ-ერთი გადაცემიდან ვიდეო ამონარიდს ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან შერიგებაზე ჰყვება:

"ჩვენ და რუსეთი მტრები არ უნდა ვიყოთ. როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია მასშტაბური მოცულობით და ჩვენ დავუბრუნდებით შეთანხმებებს ევროკავშირთან მოსკოვთან მიმართებაში და შიშის ქვეშ, რომ ივანიშვილის რუსული ხელისუფლება დაკარგავს ძალაუფლებას, როცა გვექნება ნორმალური არჩევნები, ჩვენ გვეყოლება მთავრობა, რომელიც მონახავს ხიდებს რუსეთთან და ჩვენ გვინდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები", - აცხადებს სააკაშვილი აღნიშნულ გადაცემაში.

ამას რომ მოისმენ და სხვაზე ილაპარაკებ პრორუსულიაო, ან ამ მთავრობის რუსეთთან კონტაქტებს გააპროტესტებ, უტიფარი ხარ, აბა ვინ ხარ?!

სააკაშვილს შემდეგ გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და რომელ შეთანხმებებში დაბრუნებაზე საუბრობს, განსაკუთრებით მოსკოვთან მიმართებაში? რაიმე ფარული შეთანხმებები ჰქონდა?

სერიოზული სამსჯელოც არაფერია. ჩვეულებრივი ბლა-ბლა-ბლაა, აქეთ ფან-კლუბს ისე აბოლებს, იქეთ რუსებს ასე.

დღემდე ყველა სტატუსს თავის გვერდზე რუსულად თარგმნის და აქ რესტორნებში რუსულ სიმღერებს ებრძოდა.

ასეთივე ფალსია ე.წ. ეროვნული შერიგება.

ამაშიც ზვიადს ედრება, ზვიადისტებთან რომ შერიგება მოხდა.

ისიც არ იცის, განა ამომრჩეველი, ანუ მომხრეები შემოირიგეს?

ცნობისთვის, ეროვნული შერიგება ეროვნულებს შორის ხდება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

ამავე თემაზე:

🔲 "ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილებაა და არა ურთიერთგანადგურება" - ელენე ხოშტარია შერიგების იდეაზე

🔲  „წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი