"არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები" - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს.

"არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება მუშაობაში და იმაში, რომ ვიმუშაო უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად.

მე მაქვს ის პოზიცია, რაც ნებისმიერ ქართველს ამ ქვეყანაში.

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, საქართველო თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავისი მეგობრების დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი სისხლით, მათ შორის ახალგაზრდა გოგოებისა და ბიჭების.

ამ დამოუკიდებლობას მოფრთხილება სჭირდება და მუდმივად შეხსენება ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძველი და დიდი კულტურის ერი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მანამდე, საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

ამავე თემაზე:

🔲 არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართავს

🔲 ირაკლი კობახიძეს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი