არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართავს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
"უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები.
აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც.
ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით",- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI, ცენტრი “ემპათია”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG, საზოგადოება და ბანკები, ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, “უფლებები საქართველო” Rights Georgia, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC, მედიის განვითარების ფონდი MDF, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, ღია საზოგადოების ფონდი OSGF, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC, ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC, საფარი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ჭავჭავაძის ცენტრი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ამავე თემაზე:
🔲 "ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან დაუყოვნებლივ განიხილება" - თამარ გაბუნია ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებაზე
🔲 "მშვიდობიანი პროტესტი დედაქალაქში მუდმივად გაგრძელდება" - ხატია დეკანოიძე
🔲 "უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...