"არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს ... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ადამიანურობა შევძლოთ" - ნიაზ დიასამიძე

"არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს ... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ადამიანურობა შევძლოთ", - ამის შესახებ მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც დიასამიძე წერს, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი უნდა გაერთიანდეს მიშას დასაცავად.
"ამ წერილით მივმართავ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით მათ ვისი პოლიტიკური ხედვა განსხვავდება ჩემი ხედვისგან ... ეს ჩემთვის ნორმალურია და ამის გამო ნამდვილად არ ვაპირებ ადამიანური ურთიერთობის დაკარგვას მათთან პატივს ვცემ თქვენს პოზიციას ...
და ვინც მიყვარს ის მიყვარს .. ისეთი როგორიც არის პატივს ვცემ ყველას შრომას და არასდროს მიგრძნია სურვილი ვინმეს წარუმატებლობის პირიქით მიხარია ნებისმიერის წარმატება!
ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი დედამიწის შვილები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე - ადამიანის უფლება სიცოცხლის - ჩვენთვის ყველასთვის უმთავრესია.
ადამიანურობა უპირველეს ყოვლისა ...
ვფიქრობ, რომ უკიდურესად საჭიროა დღეს ჰუმანურობისთვის ერთიანი ძალის ხმება ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად!
ვიფიქროთ განსხვავებულად!
არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს ... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში.. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად .. ადამიანურობა შევძლოთ.
ერთად!
დღეს მიშას სჭირდება სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა სიცოცხლის გადასარჩენად.
ეს ყველა პატიმრის უფლებაა და არა ექსკლუზივი.
ვფიქრობ, რომ ამ საუკუნეში ნამდვილად ელემენტარული და აუცილებელი უფლებაა.
მიყვარხართ !
მჯერა!
Ps."ბედის ბორბალი მრუდეა ვერ ავარიდებთ თავს, ის რასაც თავს არ ვუსურვებთ, მას ნუ ვუსურვებთ სხვას", - წერს ნიაზ დიასამიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...