"არსებობდა ულაპარაკო ურთიერთობა. ახლა კიდევ სიტყვების შინაარსიც აღარ გვესმის" - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად ფსიქოლოგი საშობაო საჩუქარზე წერს, რომელიც უცნობმა ადამიანმა გამოუგზავნა.

"ბავშვობაში ყვავილები რომ მოჰქონდათ, უსახელოდ, უგვაროდ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ზუსტად იცოდი, რომელი ყვავილი ვისგან იყო.

არსებობდა ეს ულაპარაკო ურთიერთობა.

ახლა კიდევ სიტყვების შინაარსიც აღარ გვესმის ხშირად.

ვეცადე გამოცნობას და მესამე ადამიანმა, ვისაც ჩემი აზრით შეიძლებოდა ან ჩემსავით ყვავილები ჰყვარებოდა, ან რამე ნიშნით გამოეგზავნა, რომ მიპასუხა, მე არ მომიტანიაო, გადავიფიქრე გამოკვლევის გაგრძელება, ასე როგორ უნდა დაყრუვდე ქალი, ვერ "იცნო" ადამიანი.

მოკლედ, ულამაზესქოთნიანი, უხუჭუჭესი ყვავილი მომიტანეს დღეს, არც სახელი, არც გვარი, ისე უბრალოდ ვჩუქნიო.

სახეზეც ვერ აღწერა მენეჯერმა, - ნიღაბი ეკეთაო, ქუდიც ეხურაო.

ჰოდა, უძვირფასესო სიკრეტ სანტა, თუ ახლომახლო ხარ - უზარმაზარი მადლობა

ამ წინასაახალწლოდ, ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერ ხასიათზე დავდექი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.  

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს, წინანდალში ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!

🔲 სპილოს თაგვის არ ეშინია! - საინტერესო ფაქტები 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე