"ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა" თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე. ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა ზოგიერთი თავისი სურვილის შეუსრულებლობას. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტის, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა.

ზუგდიდში ორშაბათს გათენდება დილა, როცა მერი იქნება წოწერია. გათენდება ზუგდიდში დილა, როდესაც „ქართული ოცნება“, პროგრესი და სინათლე გაიმარჯვებს და არა ის სამარცხვინო ბოროტება, რომელსაც აქ წარმოადგენს მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ეს თქვენი ძვირფასი არხი, რომელიც ახლა კვლევებს აყალბებს და აჩვენებს საზოგადოებას, თითქოს „იფსოსმა“ თქვა, რომ იგებს მელია. არა, „იფსოსმა“ შემდეგ თქვა, რომ იგებს წოწერია, ამიტომ ხართ ისტერიკაში. შესაბამისად, ექვსი წელი არის ბევრი დრო. ქართველებს აღარ უნდათ მიშა, ქართველებს აღარ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელად, მათ შორის სააკაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახური არც ერთ პატიმარს არ მისცემს თავის დაზიანების უფლებას.

"დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სამსახური, რომელიც არც ერთ პატიმარს არ მისცემს საკუთარი თავის დაზიანების უფლებას, რადგან სიცოცხლის უფლება არის მთავარი. ეს არის უმთავრესი უფლება და ასევე ჩვენს ციხეებში მკურნალობაზე უფლება არის დაცული", – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📌"არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო - კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?"- ჯაბა ხუბუა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741703498

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...

მსოფლიო

1741703454

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...

ირაკლი კირცხალია

1741702225

საზოგადოება

11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...

გორი

1741701596

საზოგადოება

პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...

პაკისტანი