"არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო - კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?"- ჯაბა ხუბუა

"ფოთისა და ხობის მიშროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს – სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, არადა, ადრე ტყვიასავით იყოო! მართალია მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი – სააკაშვილი ადრე ტყვიასავით იყო და სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!" – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ვიზიტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

"მიშროპოლიტ ბერბიჭაშვილის ბერდენკა და ტყვიასავით სააკაშვილი

ფოთისა და ხობის მიშროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს - სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, არადა, ადრე ტყვიასავით იყოო!

მართალია მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი - სააკაშვილი ადრე ტყვიასავით იყო და სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!

ჰო, სააკაშვილი ტყვიასავით რომ იყო, სწორედ იმიტომ წვანან დღეს მიწაში გურამ შარაძე და სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე და გია კრიალაშვილი, როინ შავაძე და სერგო თეთრაძე, დათო ცინდელიანი და პაატა ქარდავა...ბევრი სხვა.

არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო - ამბობს მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი!

კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?

მაგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილის მიერ დახვრეტილი რომელი ახალგაზრდის გამო დაგედინათ კურცხალი და რომელი შვილმოკლული დედისა და მამის ტრაგედია მიიტანეთ გულთან?

თქვენ მაშინ საგლოვად სად გეცალათ, მიშროპოლიტო?

თქვენ მაშინ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ,,პაესტკებში" დაჰყავდით დუბაისა თუ პარიზში, რაც, სხვათა შორის, მის მიერ 9 მილიონის გაფლანგვის შესახებ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დოკუმენტურად არის დადასტურებული.

თქვენ მაშინ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, პირდაპირ ფოთის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ეწეოდით მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი ნაცრეჟიმის აგიტაციას და 2012 წელს მრევლს მოუწოდებდით, 5 ნომერი შემოეხაზათ!

ეჰ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, ეგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილი საქართველოს ისე მოხვდა გულში, როგორც ილიას - ბერბიჭაშვილის ბერდენკიდან გასროლილი ტყვია!

თქვენ კი, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, რა თქმა უნდა, ტყვიასავით სააკაშვილი უფრო გტკივათ, ვიდრე მის მიერ მოკლული საქართველო!

ისე, მიშროპოლიტო, ახლანდელი ციხის პირობებზე რას იტყვით? ჯობია ყოფილი წულუკიძის, ანუ ხონის კოლონიას, სადაც თქვენ ოთხიდან  ერთ-ერთი პატიმრობის დროს იხდიდით სასჯელს?!",- წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის მეუფე გრიგოლმა, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღეს, საპატიმროში მოინახულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

📌მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე: ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ამ პატიმრის ბედი, ჩვენი სამშობლოს ბედს უკავშირდება

📌"დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს"- მიხეილ სააკააშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი