ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნების შედეგებს, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
"რუსთავის ციხესთან პერმანენტული აქციები დღეს დაიწყება და გაგრძელდება, მანამ სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში.
ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება და ჩვენ მას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები.
ჩვენ მოგვპარეს არჩევნები. მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდით.
რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გაუსწორებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ვართ მზად", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება.
აჭარის მთავრობის სახლთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
ამავე თემაზე:
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...
1741180432
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...