ბიძინა ივანიშვილი: დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს, ჩვენი უწმინდესი ჩვეული სიბრძნით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი - მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე.
„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.
ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი - მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მისალოც წერილში.
1735137634
ახალი ამბებინიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა
72 წლის ასაკში ექიმი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში იმყოფებოდა. გარდაცვლილი 1952 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის...
1735136796
ახალი ამბებიგიორგი აბდალაძეს დედა გარდაეცვალა
ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა, რომელსაც 27 დეკემბერს დაკრძალავენ. „გარდამეცვალა დედა! აბდალაძე ე...
1735134927
ახალი ამბებიანსამბლი „ერისიონი“ - ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად
„ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!,“ - წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინ...
1735131961
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8119 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1735130308
ახალი ამბები„საახალწლო პროგრამა შედგენილია, ავთო აბესლამიძესთან არც შეთანხმება ყოფილა და არც შეთავაზება“ - სოფო ხალვაში
ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას Newhub.ge-სთან საუბრისას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბესლამიძესთან 31 დეკემბრის ბათუმის საახალწლო გ...