„მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა... პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს“ - ანზორ ოდიშარია 2 იანვრის ბედობაზე

საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება - 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.

ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.

უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის და რა სიმბოლოები უნდა მოიტანოს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა. 

„მეკვლეობა მნიშვნელოვანია, მეკვლე არის ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კარგი ემოციური განწყობა, იმ ადამიანის მიმართ ვისთანაც მიდის. უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება და ნამდვილი სურვილი, რომ ის უსურვოს რასაც უსურვებს.

თუ ასეთი ადამიანი გვყავს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვუხმოთ მას, 2 რიცხვში და 7 რიცხვში.

რა არ უნდა მოიტანოს მეკვლემ - ამაზე აკრძალვები არ არის, თუმცა არ უნდა მიიტანოთ ბასრი, მჩხვლეტავი, მსხვრევადი, რაც ნეგატივთან ასოცირდება.

სიმბოლოები წაიღეთ, შოკოლადები, ნაყოფიერების სიმბოლო, ბარაქა, ხურდები.

ზოგადად, მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, რადგან შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული. ერთი მეთოდი არსებობს, შეგიძლია გახვიდე გარეთ, გადაიცვა სხვა ადამიანის სამოსი, გადაირქვა სახელი, გამოეყო ოჯახს და შემდეგ უკვე გადაცმული სამოსით მიხვალ, დააკაკუნებ, იტყვი სხვა სახელს და უსურვებ სურვილებს.

არც მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მის გულს, პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს შენს მიმართ. შენ რომ გამდიდრდები მეც კარგად ვიქნებიო - ეს არ უნდა უნდოდეს. უბრალოდ უნდა გისურვოს სიკეთე, რადგან უყვარხარ“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1735056532

სოციალური მედია

„მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წინასაახალწლოდ, ზუგდიდში გამართული კონცერტიდან კადრებს აქვეყნებს და თბილი დახვედრისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის. მომღერალი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ოკუპირებუ...

 ზურა ხაჩიძე

1735051353

საზოგადოება

საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი მიხეილ ვირსალაძე გარდაიცვალა

47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის მონაწილე, მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის, ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), ეპილეფსიასთა...

მიხეილ ვირსალაძე

1735047967

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეუთო/ოდირის ნებისმიერი რეკომენდაცია პარტნიორულ, კონსტრუქციულ ჭრილში გავიაროთ და მივყვეთ

„ყველაზე მთავარი, რასაც ელოდებოდა ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, ამ დასკვნამ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოშალა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხა...

ირაკლი კირცხალია

1735045722

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1735044760

ჰოროსკოპი

31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან

2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...

მარიამ შუკაკიძ