ბუსტერი ამცირებს „ომიკრონის“ სიმპტომურ ინფექციებს, ბუსტერის გამო ისინი თითქმის განახევრებულია - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ვაქცინაციის დადებით ეფექტს ადასტურებს და ყატარში ჩატარდა.
როგორც წერეთელი წერს, „ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა და ამის საილუსტრაციოდ 2 მაგალითი მოჰყავს.
„კიდევ ორი ნათელი მაგალითი ამის საილუსტრაციოდ:
1) კვლევა ყატარიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ბუსტერი ამცირებს „ომიკრონის“ სიმპტომურ ინფექციებს და რომ ბუსტერის გამო ისინი თითქმის განახევრებულია.
ამ კვლევამ შეადარა დაცვა, რომელსაც იწვევს BNT162b2 (Pfizer-BioNTech) და mRNA-1273 (Moderna) ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები, მხოლოდ ორი დოზით აცრის სერიებთან შედარებით.
კვლევისას 2,232,224 ვაქცინირებულ ადამიანში სულ მცირე ორი დოზით, ორი შესატყვისი, რეტროსპექტული კოჰორტის კვლევა განხორციელდა, რათა გამოეკვლიათ გამაძლიერებელი ვაქცინაციის ეფექტურობა სიმპტომატური SARS-CoV-2 ინფექციის და COVID 19-ის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ.
ბუსტერ სტატუსის ასოციაცია ინფექციასთან შეფასდა კოქსის პროპორციული საშიშროების რეგრესიის მოდელების გამოყენებით.
კვლევის შედეგების მიხედვით: BNT162b2-სთვის კუმულაციური სიმპტომური ინფექციის სიხშირე იყო 2.9% (95% CI: 2.8-3.1%) ბუსტერ დოზის კოჰორტაში და 5.5% (95% CI: 5.3-5.7%) პირველადი სერიის კოჰორტაში, 49 დღის შემდეგ.
ბუსტერის ეფექტიანობა პირველად სერიებთან შედარებით იყო 50.1% (95% CI: 47.3-52.8%). mRNA-1273-ისთვის, კუმულაციური სიმპტომური ინფექციის სიხშირე იყო 1.9% (95% CI: 1.7-2.2%) ბუსტერ დოზის კოჰორტაში და 3.5% (95% CI: 3.2-3.9%) პირველადი სერიის კოჰორტაში, 35 დღის შემდეგ.
დაფიქსირდა მძიმე COVID 19-ის ნაკლები შემთხვევები გამაძლიერებლის დოზის კოჰორტებში, ვიდრე პირველადი სერიის კოჰორტებში, მაგრამ მძიმე COVID 19-ის შემთხვევები იშვიათი იყო ყველა კოჰორტაში.
2) გუშინ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ბუსტერი 66%-ით ამცირებს სიმპტომური ინფექციების რაოდენობას“, – წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი
🔵შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო - ალექსანდრე გოგინავა
🔵„ომიკრონის“ მეორე ტალღა იქნება ალბათ ივნის-ივლისში - გიორგი ფხაკაძე
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...