"ჩემი აზრით, ეს იყო აცრიდან და სასმლიდან პროვოცირებული თრომბი" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე

5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით მიზეზი გულის შეტევა გახდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე გადაცემა "ნანუკას შოუს" სტუმრობდა, სადაც მან მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკული დღე გაიხსენა.
"დალევით, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე სვამდა. ნიკა მსმელი არ იყო, საახალწლო დღესასწაულზე ვინ არ სვამს?
ჩემი აზრით, ეს იყო აცრიდან და სასმლიდან პროვოცირებული თრომბი. დავაზუსტებ რას ვგულისხმობ, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს აცრის წინააღმდეგი ვარ. ამ შემთხვევაში არ არის მედიცინის მუშაკებისგან მკაცრი გაფრთხილება, რომ არ შეიძლება დალევა ერთი ან ორი თვე. მოუწია სასმლის დალევა, თუმცა ეს დიდი რაოდენობით არ იყო. ჩვეულებრივ დაიძინა და ადრე დაწვა, რადგან მეორე დღეს რეპეტიცია ჰქონდა.
ბავშვები მასთან დაწვნენ. პატარა ბიჭი ჩაუწვა საწოლში, აღარ შორდებოდა და ასე ჩაეძინა.ღამე გამომეღვიძა, 3 საათზე და ლაზარე ცხელი მომეჩვენა და რომ ავიყვანე სიცხე გავუზომე, ამ დროს ნიკამ გაიღვიძა, მკითხა რა ხდებაო?ვუთხარი, რომ ლაზარეს დაბალი სიცხე ჰქონდა. წყალი დამალევინეო, დალია წყალი და ამის შემდეგ ჩვეულებრივად დაიძინა.
ძილში მომემა არანორმალური სუნთქვა მისი, გამეღვიძა და ვეძახი ნიკა ... გადმოვატრიალე და დაასრულა სუნთქვა. ვერც დავიჯერებდი მაშინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა.
ამ დროს ორივე ბავშვმა გაიღვიძა, ამის შემდეგ დედაჩემი გავაღვიძე. სასწრაფოშიც დავრეკე, მოვიდნენ ძალიან სწრაფად, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.
ფაქტობრივად, ბავშვებს მამა თვაწლწინ მოუკვდათ.
მარიტა 5 წლის არის, ლაზარე კი 2 წლის", - გაიხსენა ნინო ბერიძემ.
სხვა სიახლეები:
🔳 "იქნებ, იქაც თეატრი გვიცდის" - რობერტ სტურუა ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
🔳 "უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს" - რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...
1741709887
ახალი ამბებიმეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...