ჩვენ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად გახარიას თანაგუნდელებს - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი პარტია მხარს დაუჭერს გახარიას პარტიის წევრებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარეებად. თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუკი საკრებულოს ყველა საკვანძო პოზიციას ოპოზიციონერი წევრები დაიკავებენ.
„ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს, არ მოგვწონს, საერთოდ რამე გვაქვს საერთო თუ არ გვაქვს ჩვენ გახარიას პარტიასთან, მე პირადად ვთვლი, რომ საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არამარტო ამ მუნიციპალიტეტებში მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას.
მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს – ეს არის დაკვეთა.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კი ბატონო, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.
მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, თავისი შემადგენლობით, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური. საკვანძო პოზიციები დაიკავონ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.
მისი თმით, ოპოზიციური საკრებულო არის საზოგადოების დაკვეთა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ამიტომ, საჭიროა, რომ ისეთი საკვანძო პოზიციები, მაგალითად, როგორიცაა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, დაიკავონ ოპოზიციონერმა წევრებმა.
„მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ის პოზიტიური პროგრამა თუ პროგრამის ნაწილები, რაც გვქონდა ოპოზიციას, შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, როცა საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების მიერ.
ჩემთვის პირადად მიუღებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს ოპოზიციონერი, მაგრამ ამავე დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ასევე დავასახელოთ სხვადასხვა პოზიციებზე“, – თქვა ნიკა მელიამ.
🔵ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - მიხეილ სააკაშვილი
🔵დაინფიცირების ალბათობა, არის საკმაოდ მაღალი... თავს გაუფრთხილდით - ექიმი ნანა გეგეჭკორი
🔵ეს არის სწორი - ფხაკაძე, ვაქცინის ბუსტერ დოზის ვადის შემცირებაზე
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...