ჩვენი საქმე მაშინ გაფუჭდა, როცა დავიჯერეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ - მამა პეტრე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე ( კვარაცხელია), ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენი საქმე მაშინ გაფუჭდა, როცა დავიჯერეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ, საზეპურო ერი ვართ, წილხვედრი ერი ვართ, მართლმადიდებლობის დამცველი ერი ვარ, ყველაზე მაგარი ერი ვართ… ეს ისე ღრმად დავიჯერეთ, ნაკლოვანებებზე არც დავფიქრდით. იქნებ რამე გვქონდა გამოსასწორებელი, იქნებ ჩვენც ვუშვებდით შეცდომას, იქნებ თავი დაგვეღწია ტრაბახისთვის და ცოტა უფრო მეტი გვეშრომა, ან მეტი პასუხისმგებლობა აგვეღო ღვთისა და ერის წინაშე…
თავის მოწონებას საბოლოოდ ის მოაქვს, რომ შენ გარდა აღარავის სჯერა შენი უძლეველობა და იმსხვრევა მითები. ნამსხვრევებს ქვეშ ყვები და წამოდგომას იმდენი დრო და ძალები სჭირდება, გიჭირს თავიდან დაწყება…
დღემდე მაინც იგივეს ვიმეორებთ, რომ მაინც ყველაზე კარგები ვართ… არ გვსურს რეალობის დანახვა… ამას ხომ გამბედაობა უნდა. ამ ხიბლის მდგომარეობით და საკუთარი ვითომ გამორჩეულობის სინდრომით, გამოგვეპარა და საკუთარ გენში ბევრი სარეველა აღმოცენდა… ბევრი შუღლი, მტრობა, დაპირისპირება, ღალატი… ბოღმა, უნდობლობა, მლიქვნელობა…
რუსეთიც ზუსტად ამ ხაზით წავიდა… დაიჯერა, რომ ,,წმინდა რუსეთის” სტატუსი მის თარგზეა გამოჭრილი და ამ სტატუს ქვეშ ხოცავს დიდებს, პატარებს, ანგრევს ქალაქებს, სოფლებს, ისაკუთრებს ტერიტორიებს, ბომბავს ტაძრებს…
ასე იცის გამორჩეულობის აკვიატებამ… ეს დაავადებაა, ფსიქიკური დაავადება, რომელიც ძნელად, ან საერთოდ არ იკურნება!..
ასევე დაგაინტერესებთ:
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...
1740763659
ახალი ამბებიაფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ბექა ღვაჩლიანი დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მინისტრის პირველ მოადგილედ თანამშრომლებს ბექა ღვაჩლიანი წარუდგინა. ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმ...
1740763490
მსოფლიოტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: მე შუაში ვარ, მე ორივეს ვუჭერ მხარს - უკრაინასაც და რუსეთსაც
მე შუაში ვარ, მე ორივეს ვუჭერ მხარს - უკრაინასაც და რუსეთსაც, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშ...
1740761481
ახალი ამბებითეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზელენსკი და ტრ...
1740759132
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაშეცდომა უწოდა ევროპელების გადაწყვეტილებას, როდესაც მათ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. ამის შესა...