"ჩვენს მიმართაც 2008 წელს აბსოლუტურად იგივე მიზეზი და განზრახვა ჰქონდა. ახლა მაინც არ გრცხვენიათ მაგ თქვენს "ბაბაია დაუძახე" ტვინებში? " - დეკანოზი თამაზ ლომიძე რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

"ჩვენს მიმართაც 2008 წელს აბსოლუტურად იგივე მიზეზი და განზრახვა ჰქონდა", - ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რითაც ეხმაურება რუსეთ-უკრაინის კრიზისს.
"ამ ერთხელ შემინდეთ, საერო საქმეში უნდა ჩავერიო, რადგან ჩვენს ტკივილს, ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს ეხება.
დღეს, ის სამხედრო თავდასხმა, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გეგმავს (თუმცა უკვე დაწყებულიც აქვს უკრაინის ოკუპაცია და მიტაცებულიც აქვს უკრაინის ტერიტორიები) ზუსტად იგივეა, რაც ჩვენთან ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში.
მაგრამ ახლა რუსეთი უკვე აშკარად და საქვეყნოდ ამბობს, რომ ამას გააკეთებს ანუ შეიჭრება მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში და ამას იმიტომ გააკეთებს, რომ არ უნდა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება.
ახლა აღარ მალავს თავდასხმის ნამდვილ მიზეზს და უტიფრად ამბობს, რომ ის წყვეტს მეზობელი, თავისუფალი ხალხების არჩევანს და მომავალს.
ჩვენს მიმართაც 2008 წელს აბსოლუტურად იგივე მიზეზი და განზრახვა ჰქონდა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მხოლოდ ჩვენში აღმოჩნდნენ ისეთი მოღალატე, უთავმოყვარეო ბრიყვები და უკიდეგანო სულელები, რომ მტრის ამ აშკარა მიზეზის მიუხედავად, მაინც საკუთარ ქვეყანას დააბრალეს მტერთან ომის დაწყება და მაინც საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთზე თავდასხმაში.
ნუთუ, ახლა მაინც არ გრცხვენიათ და მაინც ვერაფრით განათდა მაგ თქვენს "ბაბაია დაუძახე" ტვინებში?", - წერს ლომიძე.
სხვა სიახლეები:
🔳 უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...