საქართველოს პრეზიდენტი: პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს  უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კინოფესტივალის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისა და ფესტივალის ჩატარებისათვის.

,,ძალიან კარგის ნიშანია, ის რომ ეს ფესტივალი უკვე 22 წელი ტარდება, ცოცხლობს და წელსაც ასე წარმატებულად გაიმართა.

კინომ ძალიან მძიმე დღეები გაიარა, პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი. არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში მომუშავენი - მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებლებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება კინოდარბაზიდან ეყურებინათ ფილმებისთვის და ამ კუთხით, ამ ფესტივალის ჩატარებამ ეს ნაკლი ერთგვარად შეავსო.

ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა შეინარჩუნა საერთაშორისო ხასიათი.

ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული კინოსთვის ის, რომ თბილისი მედია ხელოვნების მიმართულებით UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა და იუნესკოსგან მივიღეთ კრეატიული ქალაქის სახელი. ეს ფესტივალი ჯდება იმ სიახლეში.

ეს ერთგვარად არის იმის აღიარება, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ კინოს ქვეყანა, მაგრამ მუდამ უნდა ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ ვიყავით, არამედ ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი წარმოჩენილი კინოს ქვეყანა. ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო, არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში.

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ ისტორიული სახე - თეატრები, რომლებიც ჩვენი კინოისტორიის ნაწილია, ანუ აპოლოს თეატრი, რუსთაველის თეატრი, კინოსახლი, ეს სამივე რაღაცნაირად აღდგეს, გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს კინოს,  გახდეს ჩვენი ნიშა.

ჩვენს დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, რომლებსაც გაგონილი აქვთ ქართული კინოს შესახებ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აქ ადგილზე და დარბაზში ნახონ ქართული კინო.

ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად წავიდეთ წინ, რომ ჩვენი კინოს ორგანიზაცია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ერთ კინო ორგანიზაციად. მინდა, რომ იყოს ერთი ცენტრი, რომელსაც უნდა მიეცეს მეტი საშუალებები; ერთი ცენტრი, სადაც ყველა იქნება; ერთი ადგილი, საიდანაც კოორდინაცია მოხდება და რომელიც იქნება წამყვანი ქართული კინოს გაცოცხლების საქმეში“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის სხვა ამბები:

🔵 GMC: 7 წელიწადში გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვისთვის 59 მილიონი ლარი დაიხარჯა

🔵 მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს, წინანდალში ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736195255

ახალი ამბები

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

 მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს.   სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას...

ააა

1736191427

ახალი ამბები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება - როდის აღდგება წყალმომარაგება

 GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ნაძალადევი,ქვიშხეთის ქ.N 35-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანე...

წყალი შეწყდება

1736186698

ახალი ამბები

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს ფანჯარაზე ანთებულ სანთელთან უნდა წაიკითხოთ

ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. სასულიერო პირებისგან ვიცით, რომ ფანჯრის კონკრეტულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა...

ზოგადი

1736184036

ახალი ამბები

„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება“ - დავით ჩიხელიძე

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, ევროპისა და ევროკავშირის მომავალი შეცვალოს. „2025 წელს ევროპაში გასა...

დავით ჩიხლახე

1736180472

ახალი ამბები

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ...“ - შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ...

შემთხვევები