დადგენილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც 17 წლის შშმ ბიჭი აწამა - „TV პირველი“

„TV პირველი“ იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, რომელიც 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ისნის მეტროში სასტიკად უსწორდება.

„პირველების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გომელაურის უწყების თანამშრომელი,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა ის პირი, ვინც,  ახალგაზრდას თავში გამეტებით ურტყამს. მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს.

რაც შეეხება მეორე პოლიციელს,  მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს მდუმარედ უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ.

ნუკრი ბაქრაძის მეზობლები მომხდარის გამო შოკირებულები არიან - მათი თქმით, ბაქრაძე შსს-ში 20 წელია მუშაობს.  რაც შეეხება ბაკაშვილს, მის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.

გომელაურის უწყების თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბრალი უმძიმესი მუხლებით წაუყენა. 

წყარო: „TV პირველი“

ამავე თემაზე:

🔵 ტრამვირებულია, დაზიანებები აღენიშნება - როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელიც პოლიციელმა სასტიკად სცემა

🔵 დაკავებულია 2 პოლიციელი - ძალადობა შშმ პირზე

🔵 "რომ წერთ პოლიციელი გმირია, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავსო მეც მანახვეთ, სად პოულობთ ამ ღირსეულ პოლიციელებს... იზორიას ძმის ამბავი გაიხსენეთ, მაშინ პოლიციელმა შეასრულა მოვალეობა და გამოაგდეს" - ვახო სანაია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი