„დაზარალებულ ცოლ-ქმარს სუროგაციის გზით შვილის ყოლაში დახმარებას დაჰპირდა...“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

4 აპრილი 8:52 საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: 

„საქართველოს პროკურატურამ სუროგაციის გზით ბავშვის დაბადებაში დახმარების და თითქოსდა დაბადებული ორი ახალშობილის მკურნალობის მოტივით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულ ცოლ-ქმარს სუროგაციის გზით შვილის ყოლაში დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც თითქოსდა ორსულად მყოფი სუროგატი დედების საჭიროებისთვის და შემდეგში თითქოსდა დაბადებული ორი ახალშობილის მკურნალობის მიზნით, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების 310 727 ლარს და 15 500 აშშ დოლარს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.



მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

15:11

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა

14:49

ახალი ამბები

შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

 პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...

შსს

13:58

ახალი ამბები

ავარია სოფელ შავშვებთან - დაიღუპა 2 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამ...

პოლიცია

13:43

ახალი ამბები

მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის...

ფულის გზავნილი

13:15

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გა...

მიხეილ ყაველაშვილი