"დღეს 19 წლის უნდა გამხდარიყო...ვიცი, რომ არსად ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები" - სალომე ბარკერის ემოციური პოსტი

სალომე ბარკერი, ჟურნალისტი და აქტივისტი თავის უმცროს დაზე, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.
 
"2003 წლის 29 იანვარს დაიბადა სოფი.

მე ვიყავი 13 წლის, ჩემი ძმა 9-ის.

სახლში რომ მოიყვანეს, იყო ცოტა მოწითალო ფერის პატარა მჩხავანა არსება.

მეთქი უკაცრავააად?? :)))

მახსოვს გახვეული რომ იდო ხოლმე საწოლზე და რომ არ გადმოვარდნილიყო მაგას ვდარაჯობდი, ძალიან პაწუა უკვე თავისი ხელით ჭამდა ხოლმე ბოთლიდან რძეს.

ძალიან სწრაფად გაიზარდა და დაიწყო სირბილი, ტიტინი, სოფიტა იგივე ტოფიტა.

მაღაზიაში რომ ჩავიდა პირველად, მეხუთე სართულიდან სულ მთლად წერტილი მიაბიჯებდა ქუჩაში ამაყად.

გიჟდებოდა სტუმრად სიარულსა და აქეთ-იქით “წანწალზე”, ცეკვაზე, ყველანაირ ცხოველზე, არ უყვარდა კითხვა ოღონდ ჰარი პოტერის გაცნობამდე.

ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, არ არსებობდა მასთან ერთად გასატარებლად საკმარისი დრო.

სულ რომ ასი ათასი საათი ვყოფილიყავით ერთად, “ბოლოს” მაინც მოიბუსხებოდა ხოლმე დაშლის წინ. :))

ერთხელ პატარებს მშობლები მთაწმინდაზე გვასეირნებდნენ და მე და ჩემმა ძმამ შემთხვევით ხელი ამოვუგდეთ :)))))))) ერთი ორი და საამიიი – ჰაერში ვწევდით აქედან-იქიდან და ეგრე “ვაკატავებდით”, მაშინ ჯერ ძლივს დადიოდა და უცბად ბრახ, გულები დაგვისკდა და მშობლებთან გავიქეცით, თვითონ დიდად არ უტირია, უფრო გაკვირვებული იყო.

გიჟდებოდა დამოუკიდებლობაზე, უნდოდა მომღერლობა ან ადვოკატობა და სასამართლოში საქმეების მოგება :)))

ყველაზე ჩვეულებრივი ტიტინა ბავშვური ბავშვი, ყველაზე არაჩვეულებრივი დიიიდი გულით.
 
დღეს წესით 19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ აბა სად არის? არ ვიცი.

და ისიც არ ვიცი, რატომ არ არის, ამ დრომდე ამ საცოდავმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა ერთი სასამართლო პროცესი მიიყვანოს ადეკვატურ დასასრულამდე პირველ ინსტანციაში მაინც.

ამ არაფერში უკვე გავიდა 2 წელი და 9 თვე.

გილოცავ ბავშვიკ დაბადების დღეს, ვიცი რომ არსად არ ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები",წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში. 
 
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

სხვა სიახლეები:

🔳 გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

🔳 ნახეთ, რა გელოდებათ 30 იანვრიდან 6 თებერვლის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი