"დღეს გვიან საღამომდე ვმუშაობდი და ბოლოს ერთი პაციენტი მოვიდა, დიდი მეჩეთის იმამია, მომიტანა დიდი რაოდენობის ცხვრის, საქონლოს და ქათმის ხორცი... მითხრა საშობაო საჩუქარიაო" - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში საშობაოდ გადახდენილ ისტორიაზე წერს:

"დღეს გვიან საღამომდე ვმუშაობდი და ბოლოს ერთი პაციენტი მოვიდა, დიდი მეჩეთის იმამია, დიდი ოჯახი აქვს და საოჯახო ბიზნესია ეკოლოგიური ფერმერობა, ჰალალ პროდუქტების წარმოება. 

აქვთ ქალაქგარეთ 10ჰექტარამდე ტყე და საძოვარი იჯარით აღებული და გაშვებულია თავისუფლად ყველა ჯურის და მისი რელიგიით მიღებული ცხოველი თუ ფრინველი.

მოვიდა და მომიტანა უსაზღვროდ დიდი რაოდენობით ცხვრის, საქონლის და ქათმის ხორცი - ეს ყველაფერი ჰალალია და საშობაო საჩუქარიაო.

წარმოშობით ერაყელია და მართლმადიდებლების წესებს კარგად ვიცნობ, საშობაო საკლავი აუცილებელიაო.

იმდენი მოიტანა, რომ ყველამ გადავინაწილეთ.

მერე ჩაი დავლიეთ ერთად და გავისაუბრეთ.

უკვე ასე 20 წელია, ერაყის აღების შემდეგაა გერმანიაში - რომ არ წამოვსულიყავი ისლამისტად და ტერორისტად შემრაცხავდნენო.

აქ კარგად ვარო, ბუნებაში და ბუნებასთან ერთად ვცხოვრობ, აქ საუცხოო ბუნებააო.

გერმანელებმა იციან ბუნების ფასიო.

ჰოდა ვეკითხები
ბედნიერი თუ ხარ მეთქი.

გამომხედა დაწვრილებული თვალებით და მიმიხვდა, რომ ეს კითხვა მარტო მას კიარა, ჩვენ ორივეს გვეხებოდა, სამშობლოდან წამოსულებს.

ჰოდა ასე მიპასუხა.

თუკი გგონია რომ სადმე მეტად ან ნაკლებად ბედნიერი იქნები, ძალიან ცდებიო.

უზენაესმაო გასაჭირი არათანაბრად გადაგვინაწილა, სიმდიდრეც არათანაბრად გადაგვინაწილა და უბედურებაც არაა სამართლიანად გადანაწილებულიო.

ერთადერთი, რაც შედარებით თანაბრად და ძალიან სამართლიანადაცა ყველაზე გადანაწილებული, ეს ბედნიერების გრძნობააო.

უფლის ყველაზე დიდი სამართალი დედამიწაზე ისაა, რომ ყველა ერთნაერადაა ბედნიერი, მდიდარი და ღარიბი, ჯანმრთელი და ავადმყოფიც, თავისუფალიც და ტყვეობაში მყოფი - ყველას აქვს მისი ბედნიერი მომენტები და რაც უფრო დაჩაგრულია სხვა მხრივ ადამიანი, მით უფრო ინტენსიურია მისთვის ბედნიერების ის მომენტებიო.

ვისაც ყველაფერი ზუსტად ისე აქვს აწყობილი, როგორც სურს, მისთვის ძნელია ბედნიერების ინტენსიური განცდაო.

ბევრი ვიფიქრე, თუ რა გისურვოთ ამ სიტყვების მერე ამ საშობაოდ.

ინტენსიური ბედნიერების გრძნობა თუ ყველაფრის ზუსტად ისე აწყობა, როგორც გსურთ და მოვიფიქრე:

გისურვებთ, რომ მთელი ცხოვრება თქვენი საუკეთესო სურვილების განხორციელების შანსი და საშუალება გქონდეთ, ამ სურვილების სიმწირეს არ გრძნობდეთ, ყოველთვის თქვენი მომავლის ჭედვაში ყოფილიყავით და ამით ბედნიერი", - წერს ფრანგიშვილი

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას ზეიმობს.

სხვა სიახლეები: 

📍VIDEO:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

📍რატომ უნდა ავანთოთ სანთელი შობის ღამეს სარკმელთან?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი