ძალადობის მსხვერპლი, ავარიელი ტყვე ქალის გაშვილებული ბავშვები გამოჩნდნენ (ვიდეო)

თამუნა მუსერიძის, მის მიერ შექმნილი ჯგუფის "ვეძებ"  და ამავე სახელწოდების გადაცემის წყალობით, უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი შემზარავი დანაშაულის შესახებ, რომელსაც კონკრეტული დამნაშავე არ ჰყავს.

საუბარია ავარიელ ქალ აიშად ყურამაგამედოვაზე, რომელიც როგორც გადაცემის ავტორი გვიყვება, წლების წინ დაღესტნიდან გაიტაცეს და კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩამოიყვანეს, სადაც მასზე წლების განმავლობაში ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ.

აიშადი სოფლის ერთი სახლის სარდაფში, არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც სხვადასხვა ასაკის მამაკაცთან ურთიერთობა წლების მანძილზე, საკუთარი ნების წინააღმდეგ უწევდა.

გამუდმებულმა ძალადობამ მის ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაატყო: ქალს დამტვრეული აქვს კიდურები; დაზიანებული აქვს ხერხემალი, რის გამოც ვეღარ გადაადგილდება; თავზე მიყენებული ტრავმების გამო, დაკარგა მხედველობაც... 

ავარიელი ქალი, რომელსაც სმენის და მეტყველების პრობლემებიც აქვს, შეძლებისდაგვარად იხსენებს, რომ ტყვეობაში ცხრა ბავშვი გააჩინა, რომლებიც ზოგი გაუყიდეს და ზოგიც ისე გაუშვილეს. 

ამჟამად ის, ორ თანამემამულე ქალთან, უსაფრთხო გარემოში, მაგრამ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს.

თამუნა მუსერიძემ, გადამღებ ჯგუფთან ერთად თავიდან ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ, მეორე შვილს მიაკვლია, რომლებიც მეზობელ სოფელში აღმოჩნდნენ გაშვილებულები. მართალია, პირველმა შვილმა მოგვიანებით კამერებთან გამოჩენა გადაიფიქრა, ხოლო მეორე შვილმა სახელის და სახის გამოჩენა არ ისურვა, მაგრამ გადაცემის გამოსვლიდან სულ რაღაც ორ დღეში, აიშადის კიდევ რამდენიმე შვილი გამოჩნდა, ხოლო პირველმა ორმა ნაპოვნმა შვილმა, ერთმანეთის გაცნობის სურვილი უკვე გამოთქვეს.

"ამ გადაცემის მერე, აიშადის ორივე შვილი დაგვიკავშირდა. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის გაცნობის სურვილი გამოთქვეს. აგრეთვე გავიგეთ სად არის კიდევ 4 ბავშვი. იმედია, მათაც მოუნდებათ და-ძმასთან და დედასთან ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.მე კი მოვკვდი ნერვიულობით და თქვენი არ ვიცი," - ემოციებს ვერ მალავს თამუნა მუსერიძე.

ნინა მამუკაძე

გადაცემის ბმული ნახეთ აქ:

https://fb.watch/9fMFACx8Ut/

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი