"ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დადება, გავაჩერე და ეს შეცდომა აღმოჩნდა"- რა ინფორმაციას ავრცელებს იაგო ფრანგიშვილი
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, კორონავირუსით რეინფიცირების შესახებ ჩატარებულ მორიგ კვლევაზე წერს.
"ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დადება, გავაჩერე და ეს შეცდომა აღმოჩნდა.
გავაჩერე იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავს აცრილი, მოგაკერებენ რაღაცა იარლიყებს.
თანაც ის, რომელსაც ერთი პაციენტიც კი არ აუცრია. და მაინც მიუხედავად ამისა
ყოველდღე უნდა მეწერა ალბათ ამაზე.
მოეშვით კოვიდგადატანილებს.
იცით რა ამბავი ატყდა როცა ჰონკონგში პირველი ადამიანი დაფიქსირდა, მოხუცი კაცი კოვიდით მეორე ინფექციით?
მთელი მსოფლიო მოიარა ამ ამბავმა და მაშინ, გასული წლის აგვისტოში მსოფლიოში კოვიდი მილიონობით ადამიანს ჰქონდა.
გერმანიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ამა წლის იანვარში და ამანაც მოიარა მთელი გერმანია.
მას შემდეგ მიდის დისკუსია იმაზე, თუ რა არის ეს მეორედ კოვიდი...
მართლა მეორედ კოვიდია? ამას გენეტიკური მტკიცება უნდა.
უიშვიათესია, მეათასედი პროცენტის ფარგლებშია.
ნახავთ რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე, რომ, ყველა კვლევა, რაც ამ მხრივ ჩატარდა, ვერ აკმაყოფილებს უმთავრეს კრიტერიუმს და ესაა მართლა ახალი ინფექციაა??
ან იქნება და ლონგ კოვიდია, ანუ დაბალსიმპტომიანი პერსისტირებაადი კოვიდია? ეს ხდება ხოლმე მაქსიმუმ სადღაც 0,12 დან 0,18% ში, როცა გენეტიკური მასალა იგივეა. ეს ფორმა ზოგადად სიცოცხლისათვის არასაშიშია.
ან იქნება და კოვიდის რეაქტივირებაა? ესეც არის ხოლმე და აქაც პროცენტულად 0,1% ზე დაბლა ვართ.
მოკლედ და კონკრეტულად: მეორედ კოვიდით ინფიცირება ხომ იშვიათია, რარიტეტია, უიშვიათესია და მეორედ კოვიდინფექციით გარდაცვალება საერთოდ უიშვიათესი ფენომენია.
ყველანაერი ტიპის, იქნება ეს ლონგ კოვიდი თუ რეაქტივირება თუ რეინფექცია თუ სავარაუდო და ეჭვის შემთხვევები...
ყველა ამისი ჯამური პროცენტი არის 0,6%!
არა მოსახლეობის, არამედ კოვიდგადატანილის.
ანუ 1000 კოვიდგადატანილიდან 6 ადამიანს აქვს პრობლემა კოვიდის გამო.
და აი ახლა უმთავრესი.
ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება.
კოვიდრეაქტივირებულის, ანუ ძველი კოვიდის რექტივირებულის აცრა არ შეიძლება.
აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდის გადატანის მერე რაიმე პრევენციული დადებითი ეფექტი აქვს აცრისაგან, იმ 1000 კოვიდგადატანილშიც ვერ იპოვით და ვერც 10.000 კოვიდგადატანილშიც ვერ იპოვით და უფრო 100.000 კოვიდგადატანილებზე უნდა გადახვიდეთ რომ ერთი ახალი კოვიდის ახალი ინფექცია კი არა, არამედ ავადმყოფობა შეამციროთ.
და თუ მძიმე გართულებაზეა საუბარი, აქ ის 100.000 კოვიდგადატანილიც არ გეყოფა, უკვე მილიონზე უნდა გადახვიდე.
ამერიკულმა პროსპექტიულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილი 16 თვის მანძილზეაო დაცული.
ახლა გამოიცანით, როდის დაიწყო ეს დაკვირვება და რამდენი ხანიაა კოვიდი დედამიწაზე და როდის გამოქვეყნდა ეს რიცხვი 16 თვე.
მიხვდებით რომ მთელ პანდემიის ეპიზოდს მოიცავდა და წინასწარმეტყველებაზე უარი თქვეს მკვლევარებმა.
ეს ..კოვიდგადატანილების თემა უკვე მთელ მსოფლიოში უინტერესო გახდა, რადგან არაფერ ახალს და სპექტაკულურს არ ჰქონია ადგილი.
აქამდე კოვიდის დაახლოებით 70-მდე შტამი თუ მუტაცია გავიარეთ და არცერთ მუტაციას თუ კოვიდვარიაციას არ გამოუწვევია კოვიდგადატანილების რაიმე რელევანტური რეინფექცია.
სტატისტიკა დარჩა და რჩება იმ არსებულ ჩარჩოებში.
არ არსებობს აბსოლუტიზმი არსად, მით უმეტეს დედამიწაზე და ამიტომაც მოეშვით ამ კოვიდ გადატანილებს
ვიცი რომ საქართველოში ასიათასი ადამიანი ამტკიცებს და ექიმიც დაგიდასტურებთ რომ მეორედ ჰქონდაო კოვიოდიო და აი ის მეორე იყო, რაც იყოო..... მაგრამ ფეიკია ან ახლა არაა კოვიდი და ან მაშინ არ ჰქონდა.
კოვიდ ტესტების სკანდალებს ყველა იცნობს უკვე
სხვათაშორის, გერმანიაში მეორედ კოვიდით გარდაცვლილი გარდაიცვალა ბაქტერიული სეფსისით, ორმხრივი ფილტვის ანთებით.
განსაკუთრებით ხშირია, აი იმ 0,06 -დან 0,12% შემთხვევებში, სადაც თვლიან რომ ახალი კოვიდის ან სხვა რეინფექციის ვარაუდია, აი ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია მძიმე ქრონიკულ პაციენტებში, განსაკუთრებით დიალიზის და ქიმიოთერაპიის კოვიდიან პაციენტებში.
ანუ, იმ 0,12% ის 99% მოდის მძიმე დაავადების პაციენტებზე.
ჯანმრთელ კოვიდგადატანილებში მეორედ კოვიდი არის სასწაული იშვიათობა...",- წერს იაგო ფრანგიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
📌ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე
1736523191
მსოფლიოBBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა
ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...
1736520887
მსოფლიოსლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...
1736517597
მსოფლიოტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ
აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...
1736516080
მსოფლიორუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...
1736514667
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...