"ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე" - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი, მკვლელობაში ბრალდებულების მშობლებს მიმართავს

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს.
ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს მიმართავენ და სთხოვენ, გამოხატოთ ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილონ საქმეს მათ მიერ აყვანილი ადვოკატები.
"არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს მით უმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას!
ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები!
საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია, როდესაც ხვდები, რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას.
ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს, ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარმასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში - და კიდევ ერთხელ გთხოვთ - ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენს მიერ აყვანილი ადვოკატები!
ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს.
თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, - მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე",- ნათქვამია განცხადებაში.
ნიკოლოზ კვარაცხელიას თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ის კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა. როგორც ერთ-ერთი დაკავებული აკო ჭელიძე აცხადებს, მისთვის აღნიშნული მკვლელობა არავის არ დაუკვეთს, თუმცა მოტივი თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი კვლავ უცნობია.
ამავე თემაზე:
🔲 "ოჯახის გადაწყვეტილებით, დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას" - ნინო ზამბახიძე
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...